შრომის კოდექსში ცვლილებები, რომელიც ევროდირექტივებით არის ნაკარნახევი 2018 წლიდან იგეგმება, _ ამის შესახებ რადიო „იმედის“ გადაცემა „ეკონომიქსში“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებებით კიდევ უფრო დაბალანსდება დასაქმებულისა და დამსაქმებელის უფლებები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა და უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი. რაც შეეხება „შრომითი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტს, მის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში მიუბრუნდება. პირველი მოსმენით კანონპროექტი კომიტეტებმა ზაფხულში განიხილეს.
კანონპროექტი განსაზღვრავს სახელმწიფო უწყებების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხისმგებლობას და მისი მიზანია სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ორგანიზებაა. შრომითი უსაფრთხოების პირობების დარღვევის შემთხვევაში ფინანსური სანქციები ამოქმედება.