(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ პროექტის _”დავასუფთავოთ მსოფლიო” _ ფარგლებში, გასულ კვირას, ოზურგეთში, სამი დღის განმავლობაში რამდენიმე აქცია ჩატარდა. ააიპ “ოზურგეთის დასუფთავების სამსახური” ყველა ორგანიზაციას მოუწოდებდა, რომ ჩართულიყვნენ აღნიშნულ აქციაში. თავად დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე ბჟუჟის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, ასევე აქტიურობით გამოირჩეოდნენ გამგეობის, სამხარეო ადმინისტრაციის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და პროკურატურის თანამშრომლები.
_ დავასუფთავოთ საქართველო, ჩვენი ქვეყანა _ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქციაში და სამი დღის განმავლობაში აქტიურობდნენ, როგორც საჯარო მოხელეები, ასევე რიგითი ადამიანები, _ გვითხრა დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილემ ტარიელ ჟღენტმა.