2020 წლიდან „112“ – ის საფასური ფიზიკური პირებისთვის ორმაგდება. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და ასევე, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები ყოველთვიურად 112-ის საფასურს, 40 თეთრს გადაიხდიან.
იურიდიული პირებისთვს კი 112-ის ღირებულება 50 თეთრის ნაცვლად 40 თეთრი იქნება.
„112“-ის საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.
საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.
მანამდე მოქმედი წესით ფიზიკური პირისთვის “112”-ის მომსახურება 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირისთვის 50 თეთრი იყო.