https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

2021 წლის მთავარი დოკუმენტი და მთავარი კითხვები აღმასრულებელ ხელისუფლებას

7:12; 24.12.2020
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასულ კვირაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი სხდომა ჩატარდა. აქედან, პირველ სხდომაზე საუბარი 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ იყო _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსის პავლე ჭყონიას თქმით, პანდემიიდან გამომდინარე ბიუჯეტის პროექტში მცირედი შესწორება შევიდა.

“ჩვენი ბიუჯეტი 2021 წელს 25 104 000 ლარი  იქნება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით შემოსულობები განსაზღვრულია 25 104,0 ათასი ლარით.

ბიუჯეტის შემოსავლებში დამატებული ღირებულების გადასახადის სახით განსაზღვრულია შემოვიდეს 14 818,6 ათასი ლარი.

ბიუჯეტის შემოსავლებში გათვლილია, რომ ქონების გადასახადი შემოვიდეს 7 000,0 ათასი ლარის ფარგლებში.

ადგილობრივი მოსაკრებლები და გადასახდელები გაანგარიშებულია 2 640,0  ათას ლარზე, მათ შორის: დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებელი _  250,4 ათასი ლარი; შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები _ 300,0 ათასი ლარი; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის _ 600,0 ათასი ლარი; ჯარიმები, სანქციები და საურავები _ 1 200,0 ათასი ლარი; მშენებლობის ნებართვისთვის _ 150,0 ათასი ლარი; სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი _ 120,0 ათასი ლარი; არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება _20,0 ათ. ლარი.

არაფინანსური აქტივების კლებაში 250.0 ათასი ლარია გათვალისწინებული, აქედან: მიწის გაყიდვიდან _ 345.0 ათასი ლარი. ძირითადი აქტივების კლება _ 50.0 ათასი ლარი;

პროექტით გათვალისწინებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივი დანიშნულების ტრანსფერის გამოყოფა (დელეგირებული უფლებამოსილების გასახორციელებლად) – 250,0 ათასი ლარი”, _ აღნიშნა პავლე ჭყონიამ.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული ხარჯები, როგორც წინა წელს, 2021 წელსაც იგივე რაოდენობის რჩება:

“მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შენახვაზე დაიხარჯება 5 313,7 ათასი ლარი, მათ შორის: წარმომადგენლობითი ორგანოების შენახვაზე _ 1 150,0 ათასი ლარი, კერძოდ: შრომის ანაზღაურება _ 808,4 ათასი ლარი, ხოლო საქონელი და მომსახურება _ 202,8 ათასი ლარი, სხვა ხარჯები _ 118,8 ათასი ლარი, არაფინანსური აქტივების ზრდა _ 20.0 ათასი ლარი.

აღმასრულებელი ორგანოების შენახვაზე დაიხარჯება 3 440,0 ათასი ლარი, კერძოდ: შრომის ანაზღაურების მუხლში 2 629,0 ათასი ლარი, ხოლო საქონელი და მომსახურების მუხლში _ 761,0 ათასი ლარი, არაფინანსური აქტივების ზრდა _ 50,0 ათასი  ლარი.

სარეზერვო ფონდი განსაზღვრულია 350,0 ათასი ლარით; წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა – 230,7 ათასი ლარი;, თავდაცვის ღონისძიებებზე – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენახვაზე დაიხარჯება 143,0 ათასი ლარი. დასუფთავება და ნარჩენების გატანა _ 2 900,0 ათასი ლარი”.

პავლე ჭყონიას თქმით, 2021 წლის იანვრიდან, ოზურგეთში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 800-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასი 50 ლარით გაეზრდება. მისივე თქმით, ხელფასების მომატება არ არის განსაზღვრული ა(ა)იპ “ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის” თანამშრომლებისთვის:

“ეს 50-ლარიანი მატება მოხდება ბაღის თანამშრომლებზე. 800-ზე მეტ თანამშრომელს მოემატება ხელფასი”, _ თქვა ჭყონიამ.

როგორც საკრებულოს სხდომაზე ითქვა, ხელფასების მომატება ფრაქცია “ქართული ოცნების” რეკომენდაცია იყო და ეს რეკომენდაცია მერიამ გაითვალისწინა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ვასილ ჩიგოგიძემ საკრებულოს სხდომაზე იკითხა, დაიფარება თუ არა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის კომუნალური ხარჯები,  როგორც ეს მიმდინარე წელს მოხდა.

მისი თქმით, კომუნალური ხარჯები 200 000 ათას ლარს შეადგენს და ამის დაფარვა თეატრის ბიუჯეტიდან ვერ მოხერხდება.

სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც წინა წელს, ისევე, მომავალ წელს აღნიშნული ხარჯებისთვის 5 000 ლარი იქნება გამოყოფილი.

“პანდემიის დროს თანხის მატება ამ კუთხით ვერ მოხდება. ამ ეტაპზე ეს შემიძლია ვთქვა. ვნახოთ, მომავალში, რა იქნება”, _ თქვა მამაკაიშვილმა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მაია ზოიძე სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა _ მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფინანსება:

“აქ არ არის სრულ დაფარვაზე საუბარი _ ერთჯერადი თანხა რომ დაწესდეს ან 500 ლარი, ან 400 ლარი. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით დახმარება სჭირდებათ სტუდენტებს”, _ თქვა მაია ზოიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, გია მამაკაიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ამ კუთხით აღმასრულებელი ხელისუფლება არ მუშაობს:

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარმოდგენელი პროექტით ხდება 100%-იანი გრანტის მფლობელები ოზურგეთელი სტუდენტებისთვის ერთჯერადი თანხის გადაცემა. ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება ამ ინიციატივის შესრულება”, _ თქვა გია მამაკაიშვილმა.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ იკითხა, გააკეთა თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შენიშვნების რეესტრი 2021 ბიუჯეტის პროექტზე:

“მე სრულად დოკუმენტაცია არ მინახავს. მინდა, გია მამაკაიშვილს და პავლე ჭყონიას ვკითხო _ ახლავს თუ არა ბიუჯეტის ახლად წარმოდგენილ კორექტირებული პროექტის ვარიანტს შენიშვნების რეესტრი, რომელზედაც თქვენ პასუხი გექნებათ გაცემული, გაითვალისწინეთ თუ არ გაითვალისწინეთ საკრებულოდან მოცემული შენიშვნები?”

მამაკაიშვილმა ბიგვავას უპასუხა, რომ შენიშვნების რეესტრი აუცილებლად გაეგზავნება საკრებულოს.

 “ეს აუცილებელია. ჯერ არ ვიცით, რა არის გათვალისწინებული და აქედან გამომდინარე, ახალი წინადადების წამოყენებას აზრი არ აქვს. ეს პროცესი უნდა იყოს მართვადი და ყველა ეტაპი უნდა გავიაროთ ისე, როგორც არის დადგენილი. მსგავსი ქმედება უშლის ხელს საერთო საქმეს, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს ამ რეესტრის წარმოდგენა. ასეთი მიდგომით ჩვენ შორს ვერ წავალთ. რაზეც იყო შენიშვნები, იმაზე თუ არ გვაქვს პასუხები, ახალ შენიშვნებზე როგორ უნდა ვისაუბროთ?! იმედს ვიტოვებ, რომ ორ-სამ დღეში შენიშვნების რეესტრი საკრებულოს გადმოეგზავნება”, _ აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ლავრენტი ბიგვავამ.

გია მამაკაიშვილის თქმით, შენიშვნების რეესტრი საკრებულოს აუცილებლად გადაეგზავნება.

თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ლელა საჯაიას თქმით, მათ მიერ წარდგენილ ხუთი საკითხიდან მხოლოდ ერთი საკითხის გათვალისწინება მოახერხა  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ.

2021 წელს მოხდება  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შემუშავება.

“გურია ნიუსი” დაინტერესდა თუ რომელი საკითხები ვერ დააფინანსა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ.

როგორც “გურია ნიუსს” განუმარტეს, ეს საკითხებია: ქალაქ ოზურგეთში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ადაპტირება/ლიფტი, საპირფარეშო; სახელმწიფო ზრუნვის პროგრამებიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით; ფსიქიური პრობლემების მქონე პირთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; ფსიქოლოგის მომსახურება და ადაპტირებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს გახსნა ქალაქის ტერიტორიაზე შშმ პირებისა და ბავშვთა მოვლის სერვისის გათვალისწინებით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორე სხდომაზე, რომელიც გასული კვირის პარასკევს გაიმართა, მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი 525 205 ათასი ლარით გაიზარდა, რომელიც, უმეტესად, მოხმარდება სხვადასხვა პროექტის გახორციელებას.

ჭყონიასვე ინფორმაციით, ბიუჯეტი 100 000 ლარით გაიზარდა შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში:

“ეს არის გრანტი. გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის პირველი ნაწილისთვის მოხდა 100 000 ლარის ჩარიცხვა, რომელიც დაბა გომისმთის ურბანული განვითარების გეგმისა და შესაბამისი დოკუმენტების შემუშავებისთვის დაიხარჯება”.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან წარმოდგენილ დამტკიცებულ ბიუჯეტში შესული ცვლილებები საკრებულოს წევრებმა ერთხმად მიიღეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვასილ ჩიგოგიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის წინ მდებარე მოედანს ოფიციალურად დაერქვას “თეატრალური მოედანი”, რომელიც საზოგადოებისთვისაც ასეა ცნობილი:

“ამ საკითხის დაყენება ჩემგან არ შეიძლება. ეს საკითხი ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ან კიდევ საკრებულოს რომელიმე კომისიამ უნდა შემოიტანოს. კარგი იქნება, თუ ეს საკითხი გადაწყდება პანდემიის დასრულებისთანავე.

ღმერთით და უფლის ძალით, 2021 წელს ჩვენ გავხსნით თეატრის შენობას. სამწუხაროა, რომ ახალგარემონტებული თეატრის შენობა არ გაქვთ ნანახი. მიუხედავად პანდემიისაა, ჩვენ უკვე მეშვიდე პრემიერას ვიბარებთ. როდესაც არ იქნება შეზღუდვები და გვექნება სპექტაკლებზე ადამიანების მოწვევის უფლება, შვიდივე სპექტაკლს ვაჩვენებთ. ყოველ კვირას წარვუდგენთ ახალ სპექტაკლს საზოგადოებას”, _ თქვა სხდომაზე ვასილ ჩიგოგიძემ.

საკრებულოს წევრი ლევან კილაძე დაინტერესდა, იგეგმება თუ არა მზრუნველობას მოკლებულთათვის ან სოციალურად დაუცველებისთვის საახალწლოდ ან საშობაოდ საჩუქრების დარიგება:

“გარე განათებისთვის გამოცხადებული იყო ტენდერი, შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით მოხდა ამ ტენდერის შეჩერება, რადგან მოგეხსენებათ, გამოცხადებულია შეზღუდვები პანდემიის გამო. მოკლედ, იქნება ძველი განათება და ის თანხა მოხმარდება საჩუქრებს. დაახლოებით, 20 000 ათას ლარზეა საუბარი და კონკრეტული ინფორმაციისთვის იქნებ მარინა ჯაფარიძეს ვკითხოთ, რადგან მან იცის ზუსტად, რა კატეგორიას გადაეცემა საჩუქრები”, _ უპასუხა პავლე ჭყონიამ ლევან კილაძეს.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ ისაუბრა ქალაქ ოზურგეთში, ექადიაზე ფერადი ლითონების ქარხნის მშენებლობაზე და ასევე, სოფელ ვაკიჯვარში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ.

მგელაძის თქმით, სოფელ ვაკიჯვარში გარემოს ზემოქმედების შეფასების სხდომა 24 დეკემბერს იგეგმება ონლაინ რეჟიმში, რაც მოსახლეობისთვის მიუღებელია:

“ამ სხდომას ვერ დაესწრება მოსახლეობა. შესაძლებელია, დაესწროს ერთი ან ორი ადამიანი. აქედან გამომდინარე, ამ საკითხის შესწავლა დროულად დაევალოს რომელიმე კომისიას და დაეგზავნოს შესაბამის უწყებებს წერილები, რადგან მოხდეს გზშ-ს განხილვები ონლაინ. ამ განხილვებში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ხალხი”, _ თქვა ლევან მგელაძემ.

ლელა საჯაიას თქმით, უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს წერილებს და ასევე, განახორციელებს მონიტორინგს:

“მძიმე ეკოლოგიურ გარემოში გვიწევს ცხოვრება და აქედან გამომდინარე, მსგავსი პროექტები დიდ ყურადღებას საჭიროებს”, _ აღნიშნა ლელა საჯაიამ.

ოზურგეთში ფერადი ლითონების ქარხნის მშენებლობის გამო, გარემოს ზემოქმედების შეფასების წარდგენა დაგეგმილია 2021 წლის 28 იანვარს. ადგილობრივი უფლებადამცველები და მოსახლეობა აქაც წინააღმდეგია გზშ-ს განხილვა ონლაინ რეჟიმში მოხდეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მზად არის, რომ შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი და მოხდეს სხდომაზე წამოჭრილი საკითხების სიღრმისეული შესწავლა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მარიტა _ მოხალისე სანიტარი ლანჩხუთიდან

პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს ნდობას გამოუცხადებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

სავაჭრო ცენტრ “კიდობანში ხანძარია – ვიდეო ადგილიდან

21:26; 9.01.2026
საზოგადოება

რა დაუჯდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას „კალანდა 2026“

18:46; 9.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხე – სად აიკრძალა მოძრაობა

18:33; 9.01.2026
სამართალი

მოქალაქემ რესტორანში 70 000 ლარის ღირებულების ბეჭედი დაკარგა

18:19; 9.01.2026
მსოფლიო

ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

17:17; 9.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:39; 9.01.2026
მსოფლიო

ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

14:42; 9.01.2026
მსოფლიო

ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

14:18; 9.01.2026
საზოგადოება

შეეძლებათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

13:40; 9.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13:29; 9.01.2026
საზოგადოება

„მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“

13:07; 9.01.2026
ფინანსები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

12:51; 9.01.2026
პოლიტიკა

“ახალგაზრდა ადვოკატები”: ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმეზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა საგამოძიებო ორგანოსგან ხელოვნურად გაჭიანურებულია

11:47; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ ჯგუფური ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა- დაკავებულია ორი პირი

11:06; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:03; 9.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო