ახალი წლის შემდეგ ჩოხატაურში პირველი ახალშობილი დაიბადა, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” “შპს “მედალფას” ჩოხატაურის კლინიკის დირექტორმა, ანტონ ხუნდაძემ განუცხადა.
“შპს “მედალფას” ჩოხატაურის კლინიკაში პირველი ახალშობილი 19:15 საათზე დაიბადა. დავით ლომთათიძეს და ქრისტინა მალაზონიას პირველი გოგონას შემდეგ ვაჟი, დანიელ ლომთათიძე შეეძინათ.
ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ”, _ გვითხრა ანტონ ხუნდაძემ.
“გურია ნიუსი” ულოცავს მშობლებს, კლინიკას პატარა დანიელის ამქვეყნად მოვლინებას. საქართველოს ღირსეული შვილი გაზრდილიყოს!