ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლის დემონტაჟისა და მშენებლობის შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსმა“ 2022 წლის სექტემბერში გაავრცელა. ეს ფოტო კი ორი კვირის წინ არის გადაღებული, რომელზეც კარგად ჩანს, რომ ჯერჯერობით ძველი შენობის დემონტაჟიც არ დაწყებულა.
ამ დროისთვის „გურია ნიუსმა“ გაარკვია, რომ ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას თხინვალის საჯარო სკოლაში განაგრძობენ.
სკოლის ადმინისტრაციაში და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ზუსტად არ იციან როდის დაიწყება შენობის დემონტაჟი და ახალი სკოლის შენობის მშენებლობა.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გვითხრეს, რომ ზუსტი ინფორმაცია განათლების სამინისტროში ან სამშენებლო კომპანიაში გაგვერკვია.
„გურია ნიუსი“ როგორც კი გაარკვევს დეტალებს ზემო ნატანების სკოლის დემონტაჟისა და მშენებლობის დაწყების შესახებ, მაშინვე მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.
ავტორი
































































