ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში ცვლილება შევიდა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებს გარკვეული ინფორმაციის წარდგენა დაევალათ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2021 წლის 1 ოქტომბრამდე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას წარუდგინოს იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი, რომელზეც გამოაცხადებს მომდევნო სასწავლო წლისათვის მიღებას, ჩასაბარებელი საგნების მითითებით. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამოწმებს დაწესებულების მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 10 ოქტომბრისა, დამოწმებულ ინფორმაციას აგზავნის ცენტრში. ცენტრი სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს 2021 წლის 15 ოქტომბრისა, განათავსებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე;