დღეს, ქალაქ ოზურგეთში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი განიხილეს და დაამტკიცეს.
ბიუჯეტის დამტკიცებამდე დარბაზი „ნაცმოძრაობის“ წევრებმა ბოიკოტის ნიშნად დატოვეს და აქედან გამომდინარე მათ მხარი არ დაუჭირეს ბიუჯეტის პროექტს.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრები სხდომის ბოლომდე დაესწრნენ, მაგრამ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი არც მათ დაუჭირეს.
ოზურგეთის ბიუჯეტი 37 მილიონ 750 ათასი ლარით განისაზღვრა.
ავტორი