ორი დღეა, ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის სოფლების ნაწილს შუქი არ მიეწოდება. სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი სტატუსს აქვეყნებს და კითხულობს, როდის აღუდგება მოსახლეობას ელექტრო ენერგიის მიწოდებ.
„2025 წელია და მესამე დღეა შუქი არ გვაქვს! შ უ ქ ი !“ – წერს სამოქალაქო აქტივისტი თაკო მიქაძე სოციალურ ქსელში.
„48 სთ – ია შუქი არ მოგვეწოდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ამოვწყდით ხალხი. ისევ ავდრება, კავშირზე ვერ ვიქნებით. “ენერგოპრო-ჯორჯია” ვერ უზრუნველყოფს საკუთარი აბონენტების წინაშე ვალდებულებებს, სხვა არჩევანი არც გვაქვს. არც თოვლი მინდა ასეთი, არც ზამთარი და არც სახელმწიფო…. “ – აღნიშნავს თავის ფეისბუქპოსტში ირმა გორდელაძე.
„ენერგოპრო ჯორჯიას“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ლანჩხუთის სოფლების ღრმაღელეს და ჩოჩხათის აბონენტების ერთ ნაწილს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.
ჩოხატაურში, ჯერჯერობით არ მიეწოდება შუქი: წიფნარის, ვანის, ზომლეთის და ამაღლების აბონენტებს. რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფლებს. ამ დროისთვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ლიხაურის, ჭანიეთის, მაკვანეთის, ვაკიჯვრის და ძიმითის აბონენტებს.
პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გურიაში მოსულმა დიდმა ნალექმა წააქცია ხეები, რასაც მოჰყვა ელექტროგადამცემი ბოძების დაზიანება. პრესსამსახურში, ასევე, გვითხრეს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.