ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოსტი თავისუფალია _ ყოფილი ხელმძღვანელი, ლელა იმედაშვილი ჩოხატაურის გამგებლად გადაჰყავთ. იმედაშვილს ჩოხატაურის საკრებულოს, ს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი პარასკევ წარუდგენს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ნანიკო ნაცვალაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე ცენტრის მთავარი სპეციალისტი იყო.