(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, “ტაოპრივატბანკის” ოზურგეთის ფილიალის მმართველად ლევან ჩხაიძის დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი ამ კვირაში მოეწერება.
ჩხაიძე წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის _ “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” თანამშრომელი იყო.
“ტაოპრივატბანკის” ოზურგეთის ფილიალის მმართველის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ილია ვაშაყმაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.