(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთელი მოქალაქეები, მოულოდნელად გაძვირებული წყლის გადასახადის შესახებ, აღშფოთებული საუბრობენ.
ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და გამოცხადების გარეშე, აგვისტოდან, წყლის გადასახადი ერთ სულზე, არსებული 40 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი და 77 თეთრი გახდა; კანალის გადასახადი კი, 30 თეთრის ნაცვლად _ 33 თეთრი. ვისაც ორივე მომსახურება სჭირდება, ის ერთ სულზე 2 ლარსა და 10 თეთრს გადაიხდის.
როგორც “გურია ნიუსს” საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ოზურგეთის სერვისცენტრის წარმომადგენელმა უთხრა, წყლის გაძვირების შესახებ კი იცოდნენ, მაგრამ მოსახლეობისთვის იყო თუ არა წინასწარ ცნობილი, ეს არ იციან.
ამ საკითხს ჩვენ გაზეთის უახლოეს ნომერში მივუბრუნდებით.