ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესუსრცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა, “გურია ნიუსთან” საუბრისას, დაადასტურა ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომ მის ადგილზე, ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ნანიკო ნაცვალაძე ინიშნება:
_ გიდასტურებთ რომ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანიკო ნაცვალაძე იქნება, _ გვითხრა იმედაშვილმა.
მისივე თქმით, ხვალ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის შემდეგ, რომელზედაც იმედაშვილი ჩოხატაურის გამგებლად უნდა აირჩიონ, ოზურგეთის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრას გამართავს, სადაც ჟურნალისტებიც არიან მიწვეულნი.