https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ყვავილების ქვეყნად” ქცეული ოჯახი, განსაკუთრებით ვარდებთან და ორქიდეასთან მეგობრობს

18:09; 29.09.2011
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოფელი ლიხაური ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არაერთი ისტორიული ნიშანსვეტითა და ღირსებით გამორჩეული სოფელია. ამჯერად აქ მდებარე ერთი პატარა სამოთხის შესახებ ვუამბობთ მკითხველს.

ანგელინა და არლი (ალიკა) ცეცხლაძეების ეზო-გარემო “ყვავილების ქვეყანაა”, რომელთანაც დაჩოქილიცა და მუხლგამართულიც, 30 წელია, ყოველდღიურად ფუსფუსებს ცოლ-ქმარი. ყვავილებთან მუსაიფი მათ ყოველდღიურ შრომას სიცოცხლის მარადიულობის შეგრძნებით წარმართავს და მოღლილ მარჯვენას სიმსუბუქეს უნარჩუნებს.

_ რაც ამ ყვავილებს შრომა და თვალ-ყურის ყოველწამიერი დევნება სჭირდება, იმის ანაზღაურება რას ძალუძს? მაგრამ როცა მთელი სიცოცხლე საყვარელ საქმეს ემსახურები, თან მასთან პროფესიული ხაზიც გაკავშირებს, ის შენი არსებობის აზრი ხდება და ვერ სცილდები, ვერ ელევი. გგონია, რომ უიმისოდ სასიცოცხლო ძარღვი ფეთქვას შეწყვეტს, _ ამბობს დიდი ოჯახის დიდი დიასახლისი ანგელინა თოიძე.

პირველად სათბური 35 წლის წინ ააშენეს, თუმცა, თავიდან მხოლოდ კიტრი და პომიდორი მოჰყავდათ. ცოტა მოგვიანებით, ყვავილების ბიზნესზე დაიწყეს ფიქრი. რადგან ქალბატონი ანგელინა უმაღლესი აგრონომიული განათლებითაა, დიდხანს მუშაობდა საყვავილე მეურნეობაში და ამანაც განაპირობა მომავალი საქმიანობის მიმართულება. ჯერ ყველანაირი ვარდის ჯიში მოიძია: წითელი, ყვითელი, თეთრი, ვარდისფერად და ხავერდოვნად (შავს ეძახიან) წოდებული. შემდეგ სხვა ყვავილებსაც მიეფერა _ ქრიზანთემები, ნაირფერი გეორგინები, ჰერბერები, კალა თუ გლადიოლუსები და უსაყვარლესი ასტრამერია, იგივე ორქიდეა, რომელსაც ოჯახი განსაკუთრებით დაჰფოფინებს.

_ ვარდებზე განსაკუთრებით ბევრი ვიზრუნეთ. საერთოდ, ყვავილთა დედოფალს მშრალი ჰავა უყვარს, აღმოსავლეთ მხარეს უფრო ეგუება, ჩვენთან უჭირს _ ღეროს ისე ვერ აძლიერებს, როგორც იქ. ულამაზესი ყვითელი ვარდი “გლორია” აღარ მაქვს, უფრო სწორად, თავი დავანებე მის მოშენებას, რადგან ბიზნესში არ გამომადგა, ძალიან მალე ჭკნება, სუსტია, გამძლეობა არ აქვს. ისე უმშვენიერესია, ალბათ, ყველაზე ლამაზი, მაგრამ ბიზნესით დაკავებულისთვის _ წამგებიანი, _ გვიამბობს ქალბატონი ანგელინა და ამჯერად აყვავებულ ორქიდეას ეფერება, რომლის მოშენებას განსაკუთრებული შრომა უძღვნა.

_ ასტრამერია, იგივე ორქიდეა ჰოლანდიური ჯიშია, ძალიან ძნელად მოსავლელი და გასახარებელი, პატარა ხახვივით ბოლქვები აქვს. ადრე გაზაფხულზე ამოდის, 10-15 სმ სიმაღლეს რომ მიაღწევს, პირველი ბადე სჭირდება, რასაც მწკრივებს შორის წვრილი, გრძელი ზონარის გადაჭიმვით ვაკეთებთ, თითოეულ ძირს “ვაპატიმრებთ”, ოთხკუთხა უჯრედში ვსვამთ, რადგან უამისოდ ადვილად გადაიხრება და გასაყიდად უვარგისი გახდება.

ცეცხლაძეები ორქიდეას განსაკუთრებით უფრთხილდებიან, რადგან რამდენადაც ნაზი და სათუთი მოსავლელია, იმდენად, სხვა ყვავილებთან შედარებით, შემოსავლიანია. იგი მაისიდან გვიან შემოდგომამდე აგრძელებს ყვავილობას, ვიდრე ყინვა არ შემოჰკრავს. ყვავილობის დამთავრების შემდეგ, არანაკლებ მოსახმარია ორქიდეას ღერო-ფოთლიანი მწვანე ნაწილი, რომლითაც სხვადასხვა გვირგვინი და იკებანა ფორმდება. ერთადერთ საშიშროებას ასტრამერიისთვის ყინვა წარმოადგენს.

ზამთარ-ზაფხულ მუდმივი ყვავილობით კი ცეცხლაძეების “ყვავილების ქვეყანას” უამრავი ჯიშისა და ფერის ქრიზანთემა ამშვენებს. ამ ყვავილის მოვლასაც განსაკუთრებით საძნელო საქმედ მიიჩნევს ქალბატონი ანგელინა, რადგან, მართალია, მას ყინვა ვერ ვნებს, მაგრამ ყოველ წელს ახალ ნერგს სჭირდება გამოყვანა, თითოეულ ღეროს კი _ მთავარ ღეროდ ამოყვანა და დანარჩენი მცირე ღერაკების შეტეხვა.

_ განსაკუთრებით ლამაზი ჰოლანდიური ჯიშის ქრიზანთემაა, ღვინისფერიდან თეთრში გარდამავალი, _ გვაჩვენებენ ცეცხლაძეები და საადრეო და საგვიანო ჯიშების თავისებურებაზე გვესაუბრებიან, _ თანმიმდევრულად გვაქვს განლაგებული, რომელი უფრო ადრე შემოდის, მერე მომდევნო და ასე შემდეგ. მყიდველი, განსაკუთრებით, შემოდგომაზე და ზამთარში ეტანება, საერთოდ კი, კლიენტი არ აკლია ამ ყვავილს. თითქმის ყველანაირი ჯიშის გეორგინასა და გლადიოლუსს აქ გაზაფხულზე და ზაფხულში ნახავთ, _ კაშკაშა, ნათელი ფერებით…

ცეცხლაძეების ეზოში პატარა ღელე მოედინება, რომელსაც მათი გარემოსთვის მაცოცხლებელი ფუნქცია ენიჭება. სათბურის დასაწყისში წყლის კალაპოტს ნახევრად გმანავენ, რაც გაშლილი, მარაოსებური ფორმით რწყავს ყავილების ფართობს.

გაზაფხულზე, ყოველ მესამე დღეს ყვავილებს მომცრო სარებისა და ორკაპი ჯოხების დაყენება და ზედ მიკვრა სჭირდება, მიწაზე რომ არ დაეფინოს. სათბურის გასათბობ მასალად აქამდე დიზელს იყენებდნენ, თუმცა, სიძვირის გამო, სხვა გამოსავალი მოძებნეს _ ნახერხს ხმარობენ, რომელიც სოფელში ხელმისაწვდომი და ადვილად საშოვნელია.

ქალბატონი ანგელინა საოჯახო საქმიანობისა და მცირე ბიზნესის გამწევ და მამოძრავებელ ძალად საკუთარ მეუღლეს, ალიკა ცეცხლაძეს მიიჩნევს:

_ აი, ახლაც ტყეშია წასული. არის სხვადასხვა ჯიშის ბუჩქოვანი მცენარე, რომლის ღეროებსა თუ ბუსუსს, სხვადასხვა ხავსს მუშაობის პროცესში გასაფორმებლად ვიყენებთ. მეუღლის ძალისხმევით უზრუნველყოფილი ვარ. ძალზე შრომატევადი და დამღლელი პროცესია ჩვენი ყოველდღიურობა, რასაც ვირჯებით, იმდენის ანაზღაურება შეუძლებელია, თუმცა, ნებისმიერი საქმე, რომელსაც გულით და სიყვარულით აკეთებ, ასეა. რა ენერგიასაც შიგ დებ, იმის საფასურის საწყაო შეუვსებელია.

მათ ერთადერთი ვაჟი და სამი შვილიშვილი ჰყავთ. რძალი, ბავშვების მოვლასთან ერთად, მეუღლის თანადგომით, სხვა საოჯახო სამეურნეო საქმეებსაც უძღვება. ასე იკვრება ურყევი წრედი, რომელიც ცეცხლაძეთა ოჯახის სახელის “საფირმო ნიშანს” წარმოადგენს, _ ისინი განსაკუთრებულნი არიან, შრომისმოყვარეობითა და შინაგანი კულტურით, ჭირსა და ლხინში ადამიანთა გვერდში დგომით.

ანგელინა თოიძეს საკუთარი პროფესიის წყალობად მიაჩნია, რომ ყვავილთა სამყაროს გულშემატკივარია და მისი სიყვარული ასულდგმულებს. ტრაგედიად აღიქვამს ჩვენი ფლორისა და ფაუნის სავალალო მდგომარეობას:

_ ადრე აგრონომები მუშაობდნენ, ხდებოდა ყველანაირი მცენარის, მწვანე მასივების სისტემატიური შეწამვლა, აგრონომები თავს ევლებოდნენ ბუნებას. ახლა ავსებულია ყველაფერი მწერებით, ბუგრებით, სხვადასხვა მავნებლებით. ყვავილებს მუდმივად ვუტარებ შეწამვლით სამუშაოებს, ისე არაფერი გამოვა, მიწაც სულ თვალ-ყურის დევნებას საჭიროებს. როგორც კი სოკოვან ბუშტუკს დავინახავ ნიადაგში, მაშინვე პრეპარატის საყიდლად გავრბივარ. თუ აკვირდებით, ბოლო ხანს, ხშირად ნახულობთ გრძელღეროიან ყვავილს? ჩვენც, ამ საქმით დაკავებული ადამიანები სხვა მცენარის ღეროზე ვასკვნით კოკორს. მიუხედავად იმისა, რომ მე საგანგებოდ ვუვლი ნიადაგსა და მცენარეს, მაქვს გრძელღეროიანი ყვავილები, ეს პრობლემა მაინც მაწუხებს. სპეციალობით ენტომოლოგი ვარ და გული მწყდება, რომ ჩემი პროფესია უგულებელყოფილია. ახლა გავიგონე, აგრონომებისთვის კონკურსს აცხადებენო და გამიხარდა, რაც შეიძლება, სასწრაფოდ უნდა მიხედონ ამ საქმეს, თორემ უკვე საფრთხის წინაშე ვდგავართ, _ წუხს ქალბატონი ანგელინა და ერთ ისეთ სურვილს გვიმხელს, როგორიც “კარმიდამო ჩემის” ბევრ შრომისმოყვარე და საოჯახო ბიზნესით დაკავებულ რესპონდენტს გამოუთქვამს: _ იაფი კრედიტი ბედნიერება იქნება მცირე ბიზნესით დაკავებული ადამიანებისთვის. ჩვენც დიდი სურვილი გვაქვს, გავაფართოოთ საქმიანობა, მაგრამ საკუთარი ფული იმდენი არ მაქვს, რომ შესაძლებლობის მაქსიმალურ გახორციელებაში დამეხმაროს. ადრე აბაშიძის ქუჩაზე მქონდა საკუთარი პატარა ყვავილების მაღაზია-ბუტიკი, რომელიც დამინგრიეს, როცა ეს ქუჩა კერძო პატარა ჯიხურებისგან გაათავისუფლეს.

ანგელინა და ალიკა ცეცხლაძეებს ხშირად რეგიონს გარეთაც გაქვთ “ყვავილების ქვეყანა”. თბილისსა და ბათუმს სტუმრობენ უფრო მეტად და მაღაზიებსა თუ ჯიხურებს ერთდროულად აბარებენ საკუთარ პროდუქციას.

ასე მიჰქრიან ყვავილთა ხავერდებით მოქარგული დღეები, რომელსაც ცეცხლაძეთა ოჯახის სახით, მარად ფხიზელი და დახელოვნებული შემოქმედი ჰყავს, რათა ადამიანებს ნაირ-ნაირ ფერთა სურნელება და ხიბლი არ მოაკლოს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

"ლექსი _ სიტყვა სრული და რჩეული!" _ მეუფე კალისტრატე მიხეილ სააკაშვილს ლექსს უძღვნის

გია გიორგაძე: "თანამდებობის დატოვების გამო გული არ მწყდება"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ილია მეორე – იმედით უნდა ვიყოთ

0:12; 1.01.2026
სამართალი

დაჭრილი კაცი კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა

21:30; 31.12.2025
საზოგადოება

რამდენმა პირმა მიიღო საარსებო შემწეობა დეკემბერში

21:20; 31.12.2025
სამართალი

თბილისში მკვლელობა მოხდა

20:54; 31.12.2025
საზოგადოება

“თანამშრომლებმა გამოასწრეს”- მანქანა გაზის მილს დაეჯახა, რამაც აფეთქება გამოიწვია

20:47; 31.12.2025
სამართალი

სუს-ი თამარ მეარაყიშვილის გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებს

18:54; 31.12.2025
საზოგადოება

დიდთოვლობა, ქარბუქი, ნისლი… _ ამინდი გაუარესდება

17:02; 31.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე – ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება

16:57; 31.12.2025
საზოგადოება

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

16:43; 31.12.2025
ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16:16; 31.12.2025
ზაფრანი

როგორ მოვიზიდოთ ფინანსური კეთილდღეობა – საახალწლო რჩევა

14:51; 31.12.2025
სამართალი

“მე გადავიხდი ამ გირაოს” _ ზურა ჯაფარიძე

14:46; 31.12.2025
სამართალი

19 წლის ბიჭმა 63 წლის კაცს, დანის მუქარით, ძვირფასეულობა და 14 000 ლარი გასტაცა – შსს-ს განცხადება

13:07; 31.12.2025
საზოგადოება

„საქსტატი“ – წინა წელთან შედარებით, მშპ-ს ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა

12:14; 31.12.2025
სამართალი

სამართალდამცველებმა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს

12:10; 31.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო