(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 28 ნოემბერს, ქალაქ ოზურგეთში, ზვანის სტადიონზე შედგა მეგობრული შერკინება რაგბში _ ერთმანეთს ოზურგეთის “ჯიქები” და ჭიათურის “ჭიათურა” (14-16 წლის ასაკი) შეხვდნენ. როგორც ოზურგეთის რაგბის კლუბის პრეზიდენტმა ზვიად უნგიაძემ გვითხრა, “ჭიათურა” უკვე მეორედ შეერკინა “ჯიქებს”. პირველი თამაში ჭიათურელების გამარჯვებით დასრულდა, რაც შეეხება მეორე შეხვედრას, აქ ოზურგეთელებმა იმარჯვეს (19-8).
_ ამ ეტაპზე “ჯიქები” “ბ” ლიგაში თამაშობენ, მეგობრული თამაშები კი 15 აპრილამდე გაგრძელდება. შემდეგ დაიწყება საქართველოს ჩემპიონატი “ა” და “ბ” ლიგაში. მართლაც, რომ ძალიან მონდომებულები იყვნენ ჩვენი ბიჭები, _ აღნიშნა ზვიად უნგიაძემ.
თამაშის გმირი “ჯიქებში” ახალი მოსული გიორგი კალანდაძე იყო, იგი ამავე გუნდის კაპიტნის გოჩა კალანდაძის ძმაა _ მან სამი ლელო დადო, ორი გარდასახვა მოახდინა და 19 ქულა შესძინა გუნდს: _ გიორგი ერთი წლის განმავლობაში მის ძმას გულშემატკივრობდა, თამაშით კი რვა დღეა, რაც თამაშობს. ძალიან წარმატებული აღმოჩნდა მისი დებიუტი. მთავარია მონდომება და ვარჯიში _ იმედია ოზურგეთელ მოზარდებს ეს არ დაავიწყდებათ, _ თქვა უნგიაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved