Mars One _ კოსმოსური პროექტი, რომელიც ადამიანების მარსზე გაგზავნას და მათ მიერ პირველი კოლონიების დაარსებას ისახავს მიზნად.
ჰოლანდიური მარს ერთი და საპლანეტათშორისო მედია ჯგუფი, რომელიც მარსზე მოყვარული ასტრონავტების უკან დაუბრუნებლად გაგზავნას აპირებს, ამერიკულ კოსმოსურ სააგენტო NASA-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთად გრანდიოზული მედია პროექტის განხორციელებას გეგმავს. იდეის ავტორი და კომპანიის გენერალური დირექტორი ბას ლანდსდორფი აცხადებს , რომ მარსზე პირველად სპეციალურად შერჩეული და მომზადებული ოთხი ადამიანი გაემგზავრება. ორი ქალი და ორი მამაკაცი სხვადასხვა კონტინენტიდან. ისინი 6-7 თვის მგზავრობის შემდეგ წითელ პლანეტაზე დაეშვებიან და სპეციალურ „სახლებში“ გააგრძელებენ ცხოვრებას. მათი გამგზავრების დღიდანვე იგეგმება 24 საათიანი უწყვეტი ტრელეტრანსლაცია, რომელიც პირველი კოლონისტების ყოველდღიურობას ასახავს.
თუ პირველი ეკიპაჟი სიძნელეებს გადალახავს, ადამიანთა შემდეგი პარტიები ყოველ ორ წელიწაში ერთხელ გაიგზავნება. არცერთი მათგანი, როგორც ჩანს, უკან ვეღარასოდეს დაბრუნდება. ყველანი სამუდამოდ მარსზე დარჩებიან და პირველ არამიწიერ კოლონიას შექმნიან, ან ვერ შექმნიან. ლანდსდორფი ირწმუნება, რომ მსურველების რაოდენობა ძალიან დიდია, მისიაში მონაწილეობის მისაღებად 200 ათასზე მეტმა ადამიანმა 75 დოლარი გადაიხადა.
ლანდსდორფის აზრით პროექტი 6 მილიარდი დოლარი დაჯდება, ხოლო კოსმოსური უფლებების ექსპერტი მაიკლ ლისთერნი დარწმუნებულია, რომ დანახარჯები 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. გეგმის მიხედვით, პროექტის ძირითად ნაწილს ქველმოქმედები, სპონსორები და ტელეტრანსლაციაზე უფლების მყიდველები დაფარავენ: ”მარს ერთი” ნამდვილად საშიში და გრანდიოზული ტელეშოუ იქნება.
მართალია ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილი აღნიშნული პროექტის მიმართ და განმარტავენ, რომ უამრავი მიზეზის გამო მარსზე სიცოცხლე შეუძლებელია თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში რეალითი შოუ სხვა პლანეტიდან არნახული პოპულარობისთვის არის „განწირული“
წყარო: http://mirkosmosa.ru