"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტების" წევრმა, ერეკლე კალატოზიშვილმა, მსჯავრდებულთათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართა და განაცხადა, რომ მსჯავრდებულთა ერთი ნაწილის მიმართ შეზღუდვები არაპროპორციულად არის განხორციელებული.
მისივე თქმით, არსებული ნორმა მოითხოვს კიდევ ერთხელ გადახედვას. სწორედ ამიტომ, "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" საკონსტიტუციო კომისიას გადაუგზავნის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ კვლევით დოკუმენტს.
"ამ დოკუმენტში ძირეულად არის განხილული ეს საკითხები, სახეზე არსებული პრობლემატიკა და ასახულია კონკრეტული რეკომენდაციებიც. ამავე დროს ასოციაცია გეგმავს გამართოს ცალკეული შეხვედრები სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურებთან და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლებთან", _ აცხადებს კალატოზიშვილი.