პატიმართა შეწყალების კომისიას ჟურნალისტი ზვიად ქორიძე უხელმძღვანელებს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად ქორიძე დღეს ოფიციალურად წარადგენა.
პატიმართა შეწყალების კომისიის ახალი თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კომისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ელისაშვილმა ადგილობრივ არჩევნებში კენჭისყრის გადაწყვეტილება მიიღო. ელისაშვილი თბილისის საკრებულოს წევრი გახდა.