ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კონჭკათში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გენერალური დირექტორი, ნიკა ანთაძე და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ასევე,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე შარაშენიძე.
ნიკა ანთაძემ 12-13 საუკუნით დათარიღებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაზიანებული იყო.
"რესტავრაციის ორგანიზატორები არიან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და კერძო საქველმოქმედო ფონდი რამაზ ებრალიძის ხელმძღვანელობით. ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილის თვეში დაიწყო და სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დასრულდება", _ გვითხრა ნიკა ანთაძემ.
სამუშაოებს მონიტორინგს პერიოდულად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ.