100-მდე მაგისტრისა და დოქტორანტის უცხოეთში სწავლას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსდება.
"დღეს, დღის ბოლოს, შერჩულ სტუდენტებს უკვე დაეგზავნებათ მეილები, სადაც ნათქვამი იქნება, რომ მათ გაიმარჯვეს კონკურსში. ასეთია დაახლოებით 80-დან 100 სტუდენტამდე.
სულ კომისია 159 აპლიკანტს გაესაუბრა. ამ მომენტისთვის ჯამდება კანდიდატების უნივერსიტეტში აკადემიური მოსწრების შედეგად დაგროვილი ქულები და კომისიასთან გასაუბრიბის შემდეგ მიღებული ქულები.
ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი პრეროგატიული მიმართულების არჩევა გახლავთ. ეს მიმართულებებია სოციალურ მეცნიერებათა, ტექნოლოგიური და საინჟინრო სპეციალობები. აღსანიშნავია, რომ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, ამ მიმართულებებზე ძალიან კარგი კანდიდატები მოვიდნენ",– განუცხადა Aris.ge-განათლებას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო კობახიძემ.