ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ლელა ნაცვალაძე, რომელიც უკვე მესამედ მოხვდა საკრებულოში, 2 აგვისტოს ახალი მოწვევის საკრებულოს ჩასატარებელი სხდომისთვის ემზადება და მედიის წარმომადგენლებთან კომენტარს აკეთებს.
"2010-1014 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატებზე მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები, ჩემი კოლეგები ძალიან მიყვარს, მიუხედავად ჩემი განსხვავებული აზრისა. მე ვაგრძელებ ამ ადამიანებთან ურთიერთობას.
აუცილებლად ვრჩები ის ლელა ნაცვალაძე, რომელიც ადრე ვიყავი. თუ ვინმესთვის სათქმელი მაქვს აუცილებლად ვეტყვი, ოღონდ სტრატეგიას ვიცვლი. თუ ფუჭად დავკარგე ის რვა წელი, რომლითაც მხოლოდ აგრესიულობით გამოვირჩეოდი, ახლა ვთვლი საქმიანი ურთიერთობებით, წინადადებებით და რჩევებით მინდა გამოვიჩინო თავი. იმედია ჩემს რჩევებს გაითვალისწინებენ", _ გვითხრა ნაცვალაძემ.