ოზურგეთის მერობის ყოფილი კანდიდატი, ივანე ტაბატაძე, რომელიც მეორე ტურში მერობის კანდიდატ შოთა გოგიბერიძეს უჭერდა მხარს, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ის, თავის გუნდთან ერთად, აღარ აპირებს საარჩევნო მარათონში ჩაბმას.
"ჩემო ძვირფასო ოზურგეთლებო! ქ.ოზურგეთის თვითმართველობის არჩევნების პირველ ტურში, თქვენი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. მინდა გითხრათ, რომ მე და ჩემმა გუნდმა, მერის არჩევნების მე-2 ტურში, თავიდანვე მხარი დავუჭირე შოთა გოგიბერიძის საარჩევნო კამპანიას, რამაც საზოგადოებაში გამოიწვია მითქმა-მოთქმა, თითქოსდა ვიცე-მერის თანამდებობას "დავხარბდი", შემდგომში გავრცელდა ჭორი ოცნების კანდიდატი მთავაზობს სხვადასხვა თანამდებობებს, ეს არის აფსურდი, შავი პიარ კამპანია და ჭორი.
ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება და ჩემს გუნდთან ერთად ვეთიშები ამ "ორთაბრძოლას" . ჩემს ამომრჩევლებს კი მოვუწოდებ, გააკეთონ სწორი არჩევანი."