შპს "საქწიგნი" და ხაშურის მუნიციპალური ბიბლიოთეკების გაერთიანება, ხვალ, 11 ივლისს, წიგნის ფესტივალს სახელწოდებით -"წიგნის დღე ხაშურში" მართავენ.
ფესტივალი ქალაქის კინოთეატრის ცენტრალურ სკვერში 12 საათზე გაიხსნება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ეს ღონისძიება ერთგვარი გამოხმაურებაა გამომცემლობა "დიოგენეს" მიერ ინიცირებული პროექტისა "2014-წიგნიერების წელიწადი". მსგავსი ღონისძიებების ორგანიზატორი "საქწიგნი" ხშირად ყოფილა . გამოფენა გაყიდვები და წიგნის ზეიმები ტარდებოდა გორში, თელავში, ზესტაფონში, ფოთში და სამტრედიაში.
ხაშურში, ღონისძიების ფარგლებში იგეგმება საბავშვო, მხატვრული, შემეცნებითი, სამეცნიერო წიგნების გამოფენა-გაყიდვა.
ასევე, ქართველი პოეტები პოეზიის საღამოს გამართავენ, წაიკითხავენ ლექსებს და წიგნებს ავტოგრაფებით გაყიდიან.