საქართველოს პირველი პირი სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს უფროსს ვეღარ დანიშნავს.
ახლა ამას, სახელმწიფო დაცვის სპეციალური უფროსი, მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით გააკეთებს.
სააგენტოზე კონტროლს ისევ დაცვის სამსახური განახორციელებს. ეს წესი 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა დაამტკიცა. მანამდე კი კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა იყო.