14 ივლისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საკრებულოს სხდომაზე რვა საკითხი იქნება განხილული. სხდომას N61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებით გაიხსნება.
"გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღის წესრიგს: 1. "ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევის შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცება, 2. "სამანდატო დროებითი კომისიის არჩევის შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცება; 3. "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცება, 4. "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცება, 5. "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცება, 6. ცნობად მიღება საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების შესახებ, 7. "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.


































































