ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსად ნანიკო ნაცვალაძე აღარ დაინიშნება _ როგორც მოვიკვლიეთ, ლელა იმედაშვილის ადგილს ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი ირინა ინარიძე დაიკავებს, ამ სკოლის დირექტორის პოსტზე კი ოზურგეთის კულტურის სამსახურის უფროსი მარინე ჯაფარიძის კანდიდატურა განიხილება.
რა გახდა ნაცვალაძის დანიშვნის გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შეგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას იმედაშვილმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა.
”გურია ნიუსი” ამ თემაზე ვრცელ მასალას მალე შემოგთავაზებთ.