ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.
დეპუტატების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ დღის წესრიგში მეექვსე საკითხი _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარის მოადგილის არჩევის შესახებ პირველადი სახით დარჩენილიყო.
"ნაცმოძრაობის" დეპუტატების გიორგი გოგუაძის და კახა ასკურავას თქმით, ახალი კანონმდებლობით შესაძლებელია საკრებულოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდეს.
კახა ასკურავა ამბობს, რომ ამ საკითხს ჯერ უყარეს კენჭი, შემდეგ არ მოეწონათ შედეგი და გამოაცხადეს შესვენება.
"მხოლოდ 7 დეპუტატს უნდოდა ეს საკითხი დარჩენილიყო ისე, როგორც დღის წესრიგში ეწერა. რადგან ვერ მიიღეს ხმათა უმრავლესობა, გამოაცხადეს შესვენება და მოხდა მოლაპარაკება. ეს არის სამარცხვინო ფაქტი _ პირველივე სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხელის გადაგრეხვით", _ თქვა კახა ასკურავამ.
ასკურავას განცხადებას საკმაოდ მწვავედ გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, რომან ბიწაძე, რომელმაც კახა ასკურავას სიმშვიდისკენ მოუწოდა: „"ნუ დამალაპარაკებთ, გეუბნებით… დაჯექი მაქანე!!!"


































































