საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს შეშფოთებული ვარ ლონდონის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამო. “საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყოველთვის ვიდგებით ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით ამ უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ტერორიზმის წარმოუდგენელ აგრესიას. 21-ე საუკუნეში ვერ გაიმარჯვებს ადამიანისა და პროგრესის წინააღმდეგ მიმართული ბოროტება”.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved