ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად მიმდინარე დემონსტრაციაზე, დაშავდა 60-მდე ადამიანი. მათი ნაწილი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს.
საავადმყოფოებში გადაყვანილი ადამიანებიდან:
21 პოლიციელია;
6 დემონსტრანტი.
„ჰოსპიტალიზებულ დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მათივე ცნობით, დაშავებულთა ნაწილს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. პირველადი წინასწარი მონაცემებით, ყველგან „ქართული ოცნება“ იმარჯვებს.



































































