საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში კანონპროექტს განიხილავს, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას გულისხმობს.
როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ,,გურია ნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში შსს-ს მიერ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იქნება ინიცირებული.
,,პრემიერის მხრიდან შსს-ს აქვს დავალებული, რომ წარმოადგინოს კანონპროექტი მარიხუანასთან დაკავშირებით, რასაც უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზეც განვიხილავთ. საუბარია, რომ ასაკობრივი ზღვარი დაწესდეს და აიკრძალოს მარიხუანას მოხმარება 21-წლამდე ახალგაზრდებში.
ეს არის ჩემი პოზიცია, ხოლო, რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას და მთავრობას, ისინი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.
ჩემი აზრია, რომ პროფესიებში და საჯარო სივრცეებში მოხმარება უნდა შეიზღუდოს და ასაკობრივი ზღვარი დაწესდეს, რასაც უმრავლესობის ძალიან ბევრი დეპუტატი იზიარებს“,_ გვითხრა ზოიძემ.
კანონპროექტს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში პლენარულ სხდომაზე განიხილავს.