საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამი პირის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საგარეჯოში “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში რჩებიან.
კრიტიკულია კლინიკაში მყოფი კიდევ ერთი პაციენტის, 21 წლის პირის მდგომარეობა.
დაჭრილთაგან ერთი პირი კი თბილისში გადაიყვანეს.
“ოთხ პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი სასწრაფო ოპერაცია, სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია რჩება ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე, რომელიც განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. კრიტიკულად მძიმე პაციენტს დაზიანებები აქვს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს მცლის ღრუში და ქვედა კიდურის მიდამოში”, – თქვა ექიმმა.
მისივე განცხადებით, გამოძიებას დაჭრილებმა ჩვენება უკვე მისცეს.
ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.