საქართველოს პარლამენტის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელით ეხმაურება.
"გულწრფელად ვუსამძიმრებ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს მისი ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. ძალიან ცუდი ამბავია. უნიჭიერესი კაცი იყო და თავის დროზე დიდი წვლილი აქვს შეტანილი ტელეჟურნალისტიკის განვითარებაში საქართველოში.
ძალიან მეწყინა ეს ამბავი. ღმერთმა გაანათლოს.
ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვთქვა რასაც ვფიქრობ, რასაც მთელი საღამო ვაკვირდები საშინლად ამაზრზენად იქცევიან ისინი, ვინც ამ უბედურებაზე ხელის მოთბობას ცდილობენ. იდიოტურ და სრულიად აბსურდულ ეჭვებს ავრცელებენ ხელისუფლების მხრიდან მედიაზე კონტროლის გაძლიერების გეგმების შესახებ. ამ დროს, ჩვენი ხელისუფლება სწორედ იმითაც გამოირჩევა წინა ხელისუფლებისგან, რომ საერთოდ უარი თქვა მედიის გაკონტროლებაზე და ამას არაერთი ფაქტი ადასტურებს, რაც საზოგადოებისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი.
მაგალითებისთვის მხოლოდ "მე-9 არხის" და "ინფო 9-ის" ტორიებიც საკმარისია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვფიქრობ, აუცილებელია, რომ გამოძიება განსაკუთრებულად აქტიურად წარიმართოს და სიმართლე უნდა დადგინდეს უმოკლეს ვადებში. ეს, როგორც ოჯახის, ასევე ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების ინტერესებშია, რადგანაც დღეიდან ისევ დაიწყებენ ყაყანს ხელისუფლების სადესკრიდიტაციოთ და ვიღაცეებს, ბოლო არჩევნებზე სრული პოლიტიკური ფიასკოს შემდეგ, ახალი სკანდალი ქვეყანაში ჰაერივით სჭირდებათ და ჩემი აზრით, ესეც ფრიად გასათვალისწინებელი ფაქტია გამოძიებისთვის", _ წერს კვაჭანტირაძე.

































































