ამ წუთებში, "გურია ნიუსს", აბაშიდან სანდო წყარო დაუკავშირდა და განუცხადა, რომ დღეს "ქართული ოცნების" აბაშის რაიონული ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე თანამდებობიდან გადააყენეს და პარტიის რიგებიდან გარიცხეს აბაშის პარტიის თავმჯდომარე გიორგი გვილავა.
"გურია ნიუსი" არკვევს მომხდარ ფაქტს და ვრცელ მასალას, ყველა მხარესთან დაკავშირების შემდეგ მიაწვდის მკითხველს.