19 ივლისს, ჩოხატაურში „გურია ნიუსმა“ 16 წლის ვიტალი კილასონიას მხარდასაჭერდ საქველმოქმედო საღამო გამართა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია და პარლამენტის წევრები: თინთინ ხიდაშელი, ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი ტრიპოლსკი და დიმიტრი ხუნდაძე დაესწრნენ.
კონცერტში როგორც ადგილობრივები, ასევე სპეციალურად ამ დღისთვის თბილისიდან ჩამოსული მომღერლები მონაწილეობდნენ: ანსამბლი „ამაღლება“; ჯგუფი „ლურჯი იალქანი“, ანანო ჩხიკვაძე ლილიანა ლომინეიშვილი; ბექა ჩაიძე, კობა ჭეფხოძე, ბეჟუკა ნაკაიძე. ჩოხატაურის სამრევლო სკოლის პირველკლასელები და ერკეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.