"გურია ნიუსისთვის", ქალაქ ოზურგეთის მერიაში, რამდენიმე სამსახურის უფროსის ვინაობა გახდა ცნობილი.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის ურბანული დაგეგმარების სამსახურს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა. (ა) ი.პ. არქიტექტურული დაგეგმარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი მამუკა მახარაძე უხელმძღვანელებს.
სოციალური სამსახურის უფროსად თამარ დუმბაძე დაინიშნება.
იურიდიული სამსახური, შესაძლოა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურისტი გიორგი ხუროშვილმა ჩაიბაროს.
"გურია ნიუსი" თითოეულ მათგანს დაუკავშირდა, რომლებმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნული ინფორმაციები არც უარყვეს და არც დაადასტურეს. მათი თქმით, კადრებთან დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ განხილვის პროცესშია, სტრუქტურას კი 2 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.
ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგი სიორიძის მოადგილე ალეკო ბურჭულაძე იქნება, რომლის დანიშვნის საკითხი გადაწყვეტილია. ამ ეტაპზე ვიცე მერის პოსტი ვაკანტურია.