ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვენსტიციო გარემოს განვითარების სამსახურის უფროსად, გურიის გუბერნიის თანამშრომელი ბადრი გობრონიძე ინიშნება.
აღნიშნული სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე ამავე სამსახურში სპეციალისტად დაინიშნება.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა სურგულაძე იქნება.
იურიდიულ სამსახურს საკრებულოს იურისტი ლაშა თავაძე ჩაიბარებს.
საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურს გია მამაკაიშვილი უხელმძღვანელებს.
მუნიციპალიტეტის გამგეობაში რამდენიმე სამსახური უქმდება და განყოფილებებად გაერთიანდება.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ეს სამსახურებია: შესყიდვების, ზედამხედველობის, სოციალური და ქონების მართვის.
აღნიშნული ინფორმაციები მუნიციპალიტეტის გამგებელმა "გურია ნიუსთან" საუბარში დაადასტურა.