https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მიხეილ სააკაშვილს და რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

14:07; 28.07.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

"გურია ნიუსი“ მთავარმა პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები იქნა გამოტანილი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას მიმართ.
გამოძიებით დადგინდა შემდეგი: ტელეკომპანია იმედი,  ეთერში გასვლის დღიდან აქტიურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. 2006-2007 წლებში ,,ტელეიმედით“ გაშუქებული იქნა საზოგადოებისათვის განსაკუთრებით მტკივნეული და გახმაურებული საკითხები – სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, ზურაბ ჟვანიას – საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებული სიუჟეტები. ასევე, 2007 წლის სექტემბერში ტელეიმედის ეთერით საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააჟღერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის მიცემული დავალება, რომელიც ეხებოდა ა.პატარკაციშვილის ლიკვიდაციას. ,,ტელეიმედის“ ეთერით გავრცელებულ ინფორმაციებზე მთავრობას სათანადო პასუხი არ ჰქონდა, ხსენებული კი ნეგატიურად  მოქმედებდა იმდროინდელი მმართველი გუნდის რეიტინგზე, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს არკადი პატარკაციშვილთან, ტელეკომპანია ,,იმედის“ ხელში ჩაგდების მიზნით. ხელისუფლება და მისი ხელმძღვანელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად იყო, ა.პატარკაციშვილის თანხმობის შემთხვევაში ,,ტელეიმედი“ გაეცვალა საქართველოს რკინიგზაში, რომელიც იმ პერიოდში წარმოადგენდა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს აქტივს, რაზეც მიიღო უარი. არკადი პატარკაციშვილის მხრიდან ტელეიმედის შენარჩუნებისათვის უფრო მეტი გარანტიის შექმნის მიზნით, ტელეკომპანია იმედი მართვის უფლებით გადაეცა – აშშ-ში რეგისტრირებულ მედიამაგნატს ,,NEWS CORP EUROPE Inc“-ს. მიუხედავად აღნიშნულისა, კრიტიკული სიუჟეტები და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მრიდან შესაძლო დანაშაულების ღია ეთერით გაშუქება გახდა იმის მიზეზი, რომ ხელისუფლების ყველა შტომ, მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო არკადი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის დევნა და შევიწროება. 
2007 წლის ნოემბერში, საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.  2007 წლის 04 ნოემბერს, მ.სააკაშვილის დავალებით, შსს-ს შენობაში, ივანე მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავად მერაბიშვილი. თათბირს ესწრებოდნენ  გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის  მინისტრი დავით კეზერაშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის  უფროსი დათა ახალაია, თბილისის  მერი გიგი უგულავა, და გუბერნატორები. ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე თათბირზე გადაწყდა, რომ უნდა შეედგინათ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირთა სია, რომელთა მიმართ უნდა განხორციელებულიყო დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხალხის ცემა და სხვადასხვა გზებით, მათ შორის ნარკოტიკების ჩადებით მათი დაპატიმრება. ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის უნდა "მიეხედა“ ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსს და იმჟამად თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს. ი.მერაბიშვილმა თათბირის დროს წამოსთქვა შემდეგი შინაარსის ფრაზები: ,,გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას, ჯგუფები შექმენით, ცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს, შიგნით მეორე დახვდება.“ 
თათბირზე ივანე მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალება –  ადამიანების დაშინების, ცემისა და დაპატიმრების შესახებ სისრულეში მოყვანილ იქნა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გაიცა ბრძანება აქციის დარბევის თაობაზე. 
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის გამზირზე და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მხრიდან განხორციელდა მომომიტინგეთა დარბევა, უკანონოდ გამოყენებული იქნა არალეტარული იარაღი (რეზინის ტყვიები), უმოწყალოდ სცემეს  ასეულობით მოქალაქე, მათ შორის სახალხო დამცველი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები. სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა შეშინებულ მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ მაღაზიებსა და აფთიაქებს. 2007 წლის 7 ნოემბერს, ქვეყნის მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით ტერიტორიაზე, უკანონოდ გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც ემსახურებოდა აღნიშნული ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას, რომ არ მომხდარიყო მოქალაქეთა ხელახალი გამოსვლა და რაიმე სახის პროტესტის გამოხატვა.
ამავე დღეს, დასახული გეგმის შესაბამისად ტელეკომპანია იმედის შენობაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სრულიად უკანონოდ, შეიჭრა შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომლებმაც დაამსხვრიეს საეთერო ჩართვის აპარატურა, გამორთეს ტელეკომპანია ,,იმედის’’ მაუწყებლობა, ხოლო ,,ტელეიმედის“ თანამშრომლები ცემით გამოაძევეს შენობიდან. ასევე, სპეციალური დანიშნულების რაზმი ტელევიზიის გარშემო პროტესტის გამოსახტად შეკრებილ ჟურნალისტებსა და მოქალაქეებსაც სასტიკად გაუსწორდა, გამოიყენეს რა მათ მიმართ რეზინის ტყვიები და ძალადობით აიძულეს დაეტოებინათ ტერიტორია. ხსენებულის შემდეგ, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანია ,,იმედი“-ს ტერიტორია ბლოკირებული ჰქონდათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. ტელეკომპანია იმედის დარბევის შედეგად ტექნიკური საშუალებების  დაზიანების, დაკარგვის და მიუღებელი შემოსავლის სახით  ,,იმედი“-ს ზიანმა შეადგინა 3 158 307 ლარი.
ამის შემდეგ, ქვეყნის მეთაურის მიხეილ სააკაშვილის დავალებით, უმაღლესი თანამდებობის პირებმა დაიწყეს პატარკაციშვილისთვის ტელეკომპანიის უკანონოდ ჩამორთმევის პროცესი. ტელეკომპანია ,,იმედის’’ შენობაში შეჭრის ვითომდა სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ თავმჯდომარეზე, ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის უხეში დარღვევით  ,,ტელეიმედს“ შეუჩერეს სამაუწყებლო ლიცენზია. 
ამასთან "ტელეიმედში“ ძალისმიერი მეთოდით შეჭრისა და დაწესებულების უკანონოდ დაკავების სამართლებრივ ჩარჩოებში  მოსაქცევად, ხელოვნურად შეიქმნა სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი არკადი პატარკაციშვილი და მის ქონებას, კერძოდ შპს "ტელეიმედს“ დაედო ყადაღა, რითიც  მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალა შპს ,,ტელეიმედის“ ქონების (მათ შორის, მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის) განკარგვა და სარგებლობა. საზოგადოებას კი გენერალურმა პროკურატურამ წარუდგინა არკადი პატარკაციშვილსა და ერეკლე კოდუას შორის შემდგარი საუბრის ფალსიფიცირებული, კონტექსტიდან ამოჭრილი და შინაარსის შეცვლით დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერი.
ხელისუფლებისა და მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის ქმედების მიმართ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უმკაცრესი რეაგირების მიუხედავად, მ.სააკაშვილის დავალებით და უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილის და სხვათა უშუალო ჩარევით, საბოლოო ჯამში, ზეწოლისა და დაშინების გზით პატარკაციშვილების ოჯახს ჩამოართვეს ტელეკომპანია იმედი. ა.პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთ კვირაში, კერძოდ 2008 წლის 19 თებერვალს, ნოტარიუს მერი ბუბაშვილთან,  ა.პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილ პირს  გიორგი ჯაოშვილს, მის  სახელზე რიცხული ს/ს "ჯეი-ემ-ჯი კონსალტინგ გრუპი“-ის წილი, რომლის საკუთრებაშიც იყო "ტელეიმედი“, წესდების მოთხოვნათა დარღვევით, გადააფორმებინეს ბიზნესმენ ჯოზეფ კეიზე. აღნიშნულ მოქმედებას ადგილზე ხელმძღვანელობდნენ  დავით კეზერაშვილის დავალებით მოქმედი სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირები. იმავე დღეს გიორგი ჯაოშვილი მიიყვანეს ფინანსური პოლიციის შენობაში და აიძულეს  გადამდგარიყო შპს ,,ტელეიმედის“  დამფუძნებელი ფირმების  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან, რითაც ა.პატარკაციშვილის ოჯახი საბოლოოდ ჩამოაშორეს ტელევიზიას.  მომდევნო დღეს,  "ტელეიმედი“-ს წილი 5 წლის ვადით, სამართავად გადაეცა დავით კეზერაშვილთან დაახლოებული პირს პაატა სირაძეს. ,,NEWS CORP EUROPEITED INC“-ს ცალმხრივად შეუწყდა შპს ,,ტელე იმედის“ მართვის უფლება. 
ამის შემდეგ უკვე დაიწყო ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიის გაკონტროლება, რაშიც მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის გიორგი უგულავა, რომელიც სრულად წარმართავდა და აკონტროლებდა არხის საინფორმაციო პოლიტიკას.
2012 წლის 18 ოქტომბერს,  ოქტომბრის არჩევნებისა და ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა გიორგი არველაძემ, გიორგი კორახაშვილმა და გიორგი მიქელაძემ პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნეს 90%-იანი წილი ტელეკომპანია იმედის. 
მაშინდელი ხელისუფლებისა და მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პატარკაციშვილების ოჯახზე ზეწოლა არ შემოიფარგლა მხოლოდ ტელეიმედის უკანონოდ ხელში ჩაგდებით. ხელისუფლებამ პატარკაციშვილების ოჯახს  ჩამოართვა მთაწმინდის პარკიც. კერძოდ, 2007 წლის 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დაშლის პარალელურად, შს მინისტრის დავალებით მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ შსს შეიარაღებული სპეცრაზმელები და ტერიტორიიდან უკანონოდ გამოაძევეს პარკის თანამშრომლები. იმავე დღეს, თბილისის მერიაში ჩატარდა პრესკონფერენცია, თითქოსდა, რომ შპს ,,ლინქსი“ არ იხდიდა მთაწმინდის პარკის იჯარის თანხას, რის გამოც თბილისის მთავრობამ შპს ,,ლინქსთან“ სრულიად უკანონოდ, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, მაშინ როდესაც პატარკაციშვილის კუთვნილი კომპანია პირნათლად ასრულებდა ყველა აღებულ ვალდებულებას და არ არსებობდა არანაირი საფუძველი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის.  ამასთან, პარლამენტის მიერ ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონში საგანგებოდ შეტანილი ცვლილების შედეგად, შპს ,,ლინქსი“-ს დირექტორის თანამდებობაზე დანიშნეს გიორგი უგულავას მეგობარი გიორგი კირცხაია, რომელმაც ფირმის წინააღმდეგ ჩადენილ სხვა საზიანო ქმედებებთან ერთად სასამართლოდან გამოითხოვა ქ.თბილისის მერიის მიმართ შეტანილი ყველა სასარჩელო მოთხოვნა.
მიხეილ სააკაშვილის და ხელისუფლების წარმომადგენლების  მხრიდან ზეწოლის კიდევ ერთი ფაქტია პატარკაციშვილების ოჯახისთვის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჩამორთმევა. სხვადასხვა გზით, ზეწოლისა და დაშინების შემდეგ, ფიქტიურად გაფორმებული ხელშეკრულებების და დოკუმენტების შედეგად, რომ თითქოს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მესაკუთრე კომპანიას ვალი ჰქონდა კეზერაშვილის გავლენის ქვეშ მყოფი ოფშორული კომპანიის მიმართ, აღსრულების ეროვნული ბიუროს და სასამართლოს ჩარევით, ვალის გაქვითვის საფუძვლით პატარკაციშვილების კუთვნილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ქონება გადავიდა დავით კეზერაშვილის ოფშორული კომპანიის საკუთრებაში. 
ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით არკადი პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს, შედეგად მოჰყვა ის, რომ 2008 წელს ა.პატარკაციშვილის მეუღლემ ინა გუდავაძემ სარჩელით მიმართა საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიას და მოითხოვა საქართველოს სახელმწიფოს მიერ უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნება ან ქონების ექვივალენტი 400 000 000 აშშ დოლარის ანაზღაურება. მას შემდეგ, რაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მეთაური მიხეილ სააკაშვილი დარწმუნდნენ, რომ პატარკაციშვილების ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა ამ უკანონობის გამო, აუცილებლად წააგებდნენ პროცესს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში,  მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, მაშინდელი ხელისუფლების სახელით მოქმედმა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა პატარკაციშვილების ოჯახთან გააფორმა მემორანდუმი, რის საფუძველზეც ოჯახს დაუბრუბდა ყველა ზემოხსნებული ქონება, გარდა ტელეიმედისა.
საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელების და მისი მეთაურის მიხეილ  სააკაშვილის უკანონო მოქმედებების შედეგად: დაირღვა არკადი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრების უფლება, ხელყოფილ იქნა მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, მრავალმა მოქალაქემ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, მოხდა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ხელის შეშლა, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის და გიორგი უგულავას მიმართ გამოიტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.
გამოძიება გრძლედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით.
ასევე, საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გამოძიება დასკვნით ფაზაშია შესული პროკურატურის მიერ ადრე გაცხადებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზეც, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი დაბარებული იყო მოწმის სახით, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება უახლოეს მომავალში“,
_ აღნიშნულია განცხადებაში. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ჩიბათელები დახმარებას ითხოვენ

წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობას", სამუშაო ოთახი ჩამოართვეს

ყველა სიახლე

სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025
ზაფრანი

რემონტი და …ასტროლოგია

22:23; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ძვირფასი ქვა სახელის მიხედვით

22:18; 24.12.2025
საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24.12.2025
ფინანსები

„ჰილს კონსტრაქშენი” ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის” პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:38; 24.12.2025
ფინანსები

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

17:35; 24.12.2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო