https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჩოხატაურის გამგეობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო

23:07; 28.07.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ჩინოვნიკების სახელფასო ანაზღაურებაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მხოლოდ 25% შეიძლება გაიცეს. თუმცა, ხელისუფლება ამ კანონს წლებია, არღვევს _ ამ დრომდე, როგორც ჩოხატაურის, ისე ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან თითქმის 40% იხარჯება მხოლოდ სახელფასო ანაზღაურებაზე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ყველაფერი კანონის ჩარჩოში მოექცევა და ხელფასებზე ზუსტად იმ რაოდენობის თანხა გაიცემა, რასაც კანონი ითვალისწინებს. მისივე თქმით, რეორგანიზაცია და კადრების შემცირებაც კანონის აღსრულებას ემსახურება. სწორედ ამიტომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რამდენიმე სამსახური გაერთიანდა და სერიოზული რეორგანიზაციაც დაიწყო:

_ გავაერთიანეთ შესყიდვების და საფინანსო სამსახური, რომელსაც გელა ლომინეიშვილი უხელმძღვანელებს. ანალიტიკური სამსახურის ნაცვლად იქნება საინვესტიციო გარემოს განვითარების და ანალიტიკური სამსახური, რომლის უფროსად ზაზა ცინცაძე დაინიშნება. ასევე, გაერთიანდა იურიდიული და ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც თეა უჯმაჯურიძე ჩაიბარებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.

საფინანსო სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი ზურაბ ჩანტლაძე შიდა აუდიტის სამსახურს ჩაიბარებს; სოციალურ სამსახურს ნუკრი დუმბაძე უხელმძღვანელებს; ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსად ისევ გია გიორგაძე დარჩა. კუჭავამ ქონების მართვის სამსახურის უფროსად ვლადიმერ ლომთათიძე დატოვა; არ შეუცვლია კულტურის სამსახურის უფროსიც _ ქეთევან გიორგაძე ისევ პოსტზე რჩება.

ჩოხატაურის გამგეობა საკუთარი სურვილით დატოვა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა დავით ჯინჭარაძემ. როგორც გვითხრეს, მას განყოფილების უფროსობა შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადა და სამსახურიდან წასვლა ამჯობინა.

როგორც კუჭავა ამბობს, რეორგანიზაცია კვლავ გაგრძელდება: _ ეს სამთვიანი პროცესია. ახალი კანონმდებლობის თანახმად, მოგვიწევს იმ გადაწყვეტილებების მიღება, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის _ 203 თანამშრომლიდან 90 უნდა დარჩეს, _ აღნიშნავს კუჭავა.

რეორგანიზაცია შეეხო გამგეობას დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებსაც. სოფელში რწმუნებულებს ახლა უკვე გამგებლის წარმომადგენლები ჰქვიათ და როგორც გამგებელი ამბობს, მათ თანაშემწეები აღარ ჰყავთ: _ ყველა გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს ჩვენ 3 თვის კომპენსაციას ვაძლევთ, _ დასძენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ირაკლი კუჭავა არ ახმაურებს გამგებლის იმ წარმომადგენლების ვინაობას, რომლებსაც თანამდებობის დატოვება მოუწევთ. "გურია ნიუსის" ინფორმაციით კი, უკვე გადაწყვეტილია, რომ გამგებლის წარმომადგენლები ზემოხეთსა და სურებში აუცილებლად შეიცვლებიან; ასევე, საუბარია, რომ შეიცვლება დაბა ჩოხატაურის რწმუნებული: _ ჯერჯერობით, ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით, რადგან მუშაობის პროცესში ვართ, _ გვითხრა კუჭავამ.

გამგებელი ამ ეტაპზე არც მისი მეორე მოადგილის ვინაობას ამხელს, თუმცა ამბობს, რომ ის ახალი და ადგილობრივი კადრი იქნება.

რაც შეეხება არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, კუჭავას თქმით, ა(ა)იპ-ებში შექმნილ მდგომარეობას გამგეობაში დაწყებული რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ შეისწავლიან.

ამ მონაცემებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებულ ა(ა)იპ-ებში 394 პირია დასაქმებული _ ა(ა)იპ "მომავალს" (სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები), რომლის აღსაზრდელთა რაოდენობა 470 შეადგენს, 128 თანამშრომელი ჰყავს; სპორტსკოლას, რომლის აღსაზრდელი 250 მოზარდია _ 23 თანამშრომელი; მუსიკალურ სკოლას, სადაც 150 მოსწავლე სწავლობს _ 26; სამხატვრო სკოლაში, რომელსაც 85 მოსწავლე ჰყავს _ 16 შტატია; ამდენივე თანამშრომელი ჰყავს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს, რომელშიც 90 მოსწავლე სწავლობს; მუზეუმებში 21 ადამიანია დასაქმებული; სპორტის განვითარების ცენტრში _ 14; ბიბლიოთეკებში _ 21; კომუნალურ სამსახურში _ 42; საფეხბურთო კლუბში _ 4; კულტურის ცენტრში _ 65; ჯანდაცვის ცენტრში _ 13.

აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური" მმართველობიდან მოყოლებული, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მრავლად დაფუძნებული არაკომერციული (არამომგებიანი) იურიდიული პირების _ ა(ა)იპ-ების საქმიანობა შინაარსობრივი თუ ფინანსური თვალსაზრისით, სრულფასოვანი მონიტორინგის საგანი ჯერ კიდევ არ გამხდარა.

საუბრები, პუბლიკაციები, რეკომენდაციები ამ იურიდიული პირების მიერ შესრულებული სამუშაოების, ფინანსების გონივრული და მიზნობრივი ხარჯვის შესახებ, მრავლადაა, თუმცა, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა.

გასულ წელს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო რომ "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი", საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" და საქართველოს კანონი "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" სათანადოდ არ უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების საქმიანობის გამჭვირვალობას და მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების თუ ქონების გასხვისების კონტროლს; ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ, ა(ა)იპ -ების დაფუძნების შემთხვევაში არ ხდება დასაბუთება, თუ რა გარემოებები დაედო საფუძვლად ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას; ზოგიერთ შემთხვევაში, წესდებით არ არის განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ პ-ების კონტროლის მექანიზმები, ხოლო სხვა შემთხვევაში, არ ხდება არსებული კონტროლის მექანიზმების ეფექტიანად გამოყენება."

ორგანიზაციამ, ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაცია შესთავაზა: "აუცილებელია, მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი გაიზარდოს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სახელმწიფო ქონების გასხვისებისას არსებული რეგულაციების გამოყენება ამგვარი ა(ა)იპ -ების საქმიანობაში. ასევე, ა(ა)იპ -ების საჯარო დაწესებულებად განხილვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში და პასუხისმგებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე; ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა ა(ა)იპ-ის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაასაბუთონ, თუ რატომ გახდა საჭირო ამგვარი გადაწყვეტილების მიღება და მიუთითონ იმ კონკრეტულ უპირატესობებზე, რაც ახასიათებს ა(ა)იპ-ის ფორმით საქმიანობას ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. დასაბუთების ვალდებულება, ასევე, უნდა გავრცელდეს ისეთ გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა წესდების ცვლილება, ა(ა)იპ-ის რეორგანიზაცია თუ ლიკვიდაცია და სხვა; ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა უნდა განახორციელონ მათ მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების საქმიანობის სრულფასოვანი მონიტორინგი, როგორც საქმიანობის შეფასების, ისე ფინანსების ხარჯვის ნაწილში. ა(ა)იპ-ებს უნდა დაეკისროთ ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება, ხოლო წარმოდგენილი ანგარიში დეტალურად უნდა იქნეს განხილული დამფუძნებელთა მიერ. ასევე, ამგვარი ანგარიშები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი გაცემა მოთხოვნის შემთხვევაში".

სამწუხაროდ, ეს რეკომენდაციები რეკომენდაციად დარჩა.

არასამეწარმეო იურიდიული პირების შემოწმების საკითხი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს სხდომებზეც ბევრჯერ დაისვა, თუმცა, ამის იქით საქმე აღარ წასულა.

ამ საკითხზე კომენტარი, რამდენიმე თვის წინ გურიის გუბერნატორმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ რაც დღეს ა(ა)იპ-ებში ხდება, გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოხელეთა მხრიდან, მინიმუმ, უპასუხისმგებლობაა.

_ გასაგებია, რომ რეგიონის ნომერ პირველი პრობლემა დასაქმებაა, მაგრამ ამ მოტივით ყველაფრის გამართლება დაუშვებელია. შეუძლებელია, დასაქმების პრობლემა ასეთი მახინჯი ფორმით გადაიჭრას _ საამისოდ გაცილებით სერიოზული და ამბიციური გეგმები არსებობს ქვეყანაში, მათ შორის, გურიაში. ხოლო ის, რაც დღეს ა(ა)იპ-ებში ხდება, გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოხელეთა მხრიდან, მინიმუმ, უპასუხისმგებლობაა, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებს, შემიძლია, გაცილებით მძიმე კვალიფიკაციაც მივცე. ჩემი დამოკიდებულება ამ მანკიერი ტენდენციის მიმართ პირველი დღეებიდანვე დავაფიქსირე, როცა სამივე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებს მივეცი ოფიციალური რეკომენდაცია, უარი ეთქვათ პირადი ინტერესებით, სიმპათია-ანტიპათიით, ნათესაური ან სხვა ნიშნით პიროვნებების დასაქმებაზე. იმავდროულად, გაეთვალისწინებინათ სახელმწიფოებრივი მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო სექტორში პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად. აქედან გამომდინარე, მე ცალსახად შევთავაზე საკრებულოებს, დაეწყოთ ნორმატიული ბაზის მომზადება საიმისოდ, რომ ა(ა)იპ-ებში მომუშავე ადამიანები დანიშნულიყვნენ კონკურსის წესით.

სწორედ ამ გზით შეიძლება, მივაღწიოთ იმას, რომ მოხდეს "გაბერილი" კადრების ოპტიმიზაცია, კვალიფიციური ადამიანების შერჩევა და რაც მთავარია, საზოგადოებაში გავაჩინოთ სამართლიანობის, არადისკრიმინაციულობის განცდა, რისი დეფიციტიც დღეს რეალურად არსებობს. ლოგიკურად, არსებობს იმის ალბათობა, რომ საკრებულოებმა ჩემი რეკომენდაცია არ გაითვალისწინონ, თუმცა, მე ამის თეორიულ შანსსაც კი არ ვუშვებ. არა იმიტომ, რომ გუბერნატორის რეკომენდაცია აპრიორი უნდა შესრულდეს, არამედ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, უარის თქმა ერთგვარი თვითლუსტრაცია იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პირველი პირების მხრიდან. მსგავს უხერხულ ვითარებაში კი არ ვისურვებდი, რომელიმე მათგანი მენახა, _ ამბობდა გიორგი ჩხაიძე "გურია ნიუსთან" საუბარში.

გაითვალისწინებს თუ არა ამ რეკომენდაციებს ახალი ხელისუფლება, მალე გამოჩნდება. მით უმეტეს, რომ ბევრ ა(ა)იპში არსებობს შტატები და შესაბამისად, დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც არც ფუნქცია აქვთ და უფრო მეტიც, სამსახურშიც კი არ დადიან, თუმცა, ყოველ თვე ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას იღებენ _ზოგი "ბავშვთა საკითხებში", ზოგი _ "სელექციონერობისთვის", ზოგი _ "მეგარდერეობისთვის" და ზოგიც _ "დეკორატორობისთვის"!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გიორგი დონაძე: "საქართველოში კულტურა აუცილებლად აღორძინდება"

ლანჩხუთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ყველას, ვისაც აქვს სურვილი, რომ განთავისუფლდეს ამ მძიმე ტვირთვისგან, სახელმწიფო მხარში დაუდგება”- სარჯველაძე

10:58; 20.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

10:52; 20.12.2025
სამართალი

დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე – დაკავებულია 1 პირი

10:49; 20.12.2025
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მომდევნო წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, დაახლოებით, 1 500 000 000 ლარს გაუტოლდება

10:35; 20.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად დაშავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

10:17; 20.12.2025
ზაფრანი

ორი ყველაზე რთული მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

10:07; 20.12.2025
სამართალი

ოზურგეთში ცეკვის მასწავლებელი დააკავეს

10:01; 20.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების საყვარელი კერძები

9:55; 20.12.2025
ზაფრანი

საუკეთესო საახალწლო საჩუქრები

9:47; 20.12.2025
პოლიტიკა

“ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს”

18:54; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

18:32; 19.12.2025
საზოგადოება

“ყველაფერი ნაცრად იქცა, დაივსო ოჯახი, ვერაფერი გადაარჩინეს” _ ხანძარი ჩოხატაურში

17:54; 19.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის  საახალწლო შეთავაზებები

17:43; 19.12.2025
ფინანსები

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად

17:04; 19.12.2025
სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:59; 19.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო