https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გიორგი დონაძე: “საქართველოში კულტურა აუცილებლად აღორძინდება”

23:07; 28.07.2014
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"გურია ნიუსის" დღევანდელი სტუმარია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი დონაძე.

_ ბატონო გიორგი, ახლახან, ოზურგეთში გაიხსნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა. იგეგმება თუ არა ასეთი წარმომადგენლობის გახსნა ჩოხატაურსა და ლანჩხუთში; როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

_ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოზურგეთში გაიხსნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა. ეტაპობრივად, ასეთი სახის წარმომადგენლობები აუცილებლად გაიხსნება ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. საერთოდ, წარმომადგენლობები გვექნება ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც განვითარებულია ფოლკლორი. ჩვენი მიზანია, საქართველოში ავაღორძინოთ ეს მიმართულება _ სიმღერა, გალობა, ზეპირსიტყვიერება, ქორეოგრაფია თუ სხვა. ჩვენი მთავარი მიზანია, სათანადო ყურადღება დავუთმოთ რეგიონებს. ამ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან, კულტურის სამინისტროსთან და მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, არის გარკვეული თანადგომა. 80 წელია, არსებობს თბილისში ეს ცენტრი, სადაც თავისი არსებობის მანძილზე ნაყოფიერი შემოქმედებითი და სამეცნიერო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ რეგიონებს უფრო მეტი ყურადღება ესაჭიროებათ. მე ვიცი, გურიაში რა მდგომარეობაა, რა კულტურისა და ტრადიციების მატარებელია ეს კუთხე, როგორი ღვაწლმოსილი ადამიანები ჰყავდა და ჰყავს დღემდე. ერთ-ერთი პირველი რაიონი, სადაც ჩვენ გავხსნით წარმომადგენლობას, იქნება ჩოხატაური, სადაც ჩამოვლენ მაღალი ხარისხის სპეციალისტები, როგორც ჩვენი ცენტრიდან, ასევე, მოწვეული სპეციალისტები და დავიწყებთ, ასე ვთქვათ, ფოლკლორული მოძრაობის თავიდან გაცოცხლებასა და აღორძინებას, რაც თბილისში უკვე საკმაოდ მაღალ დონეზეა.

_ მომავალ წელს ჩოხატაურის სახალხო თეატრს 130 წელი უსრულდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროექტებია გასახორციელებელი. იმედია, ჩვენ გვერდით იქნებით.

_ სახალხო თეატრების მიმართულება ჩვენთან გაუქმდა, რაც შეითავსა კულტურის სამინისტრომ. თუმცა, ჩვენი რეჟისორები საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დახმარებას გაგიწევენ.

_ იმედია, სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამებში კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა.

_ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს. მე რაჭველი ვარ და კარგად ვიცი სოფლის პრობლემები. მახსოვს ყველა სოფელს თავისი უნიკალური კულტურის სახლი, თავისი კინოთეატრი ჰქონდა. ძალიან მტკივა გული, რომ ამ ოცი წლის მანძილზე ეს ყველაფერი დაინგრა და განადგურდა. დიდი იმედი მაქვს დღევანდელი ხელისუფლების და მჯერა, მათი თანადგომით, ბევრი სოფლის პრობლემები მოგვარდება. აუცილებლად აშენდება და გარემონტება კულტურის სახლები, სადაც კვლავ შეეძლებათ სოფლის მოსახლეობას, ნახოს, როგორც ადგილობრივი, ასევე, პროფესიონალი ხელოვანების შემოქმედება.

_ თქვენ ხართ ანსამბლ "ბასიანის’’ ხელმძღვანელი. ძალიან გაგვახარებთ, თუ თქვენი ანსამბლით ჩოხატაურს ეწვევით.

_ ჩვენი ანსამბლი სახელმწიფო ანსამბლია და ვალდებული ვართ, რეგიონებში ჩავატაროთ კონცერტები. ამ წლის პროგრამა უკვე შედგენილია, ამიტომ მომავალ წელს დავგეგმავთ კონცერტს ჩოხატაურში და აუცილებლად გეწვევით. ასევე, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე თვეა, რაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი ვარ და ამ მცირე დროში უკვე მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები გავახორციელეთ. რაშიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც მაღალი დონის პროფესიონალები არიან. მთელი პასუხისმგებლობით გპირდებით, რომ საქართველოში კულტურა აუცილებლად აღორძინდება. ახლა კი ჩვენი საუბარი უფრო სრულყოფილი რომ გამოვიდეს, ჩემი თხოვნა იქნება, ფოლკლორის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელს გაესაუბროთ, რომლებიც თავიანთი მიმართულების მიხედვით ისაუბრებენ მიმდინარე და მომავალ გეგმებზე.

უჩა დვალიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი: _ ჩვენ წინა წელს გამოვეცით ავთანდილ თათარაძის წიგნი "ქართული ხალხური ქორეოგრაფია". ამჟამად ვმუშაობთ ქართული ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, დავით ჯავრიშვილის წიგნის გამოცემაზე, რომლის რედაქტორი იქნება ქალბატონი ბაია ასიეშვილი. მას და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს აქვს უნიკალური, ძალიან საინტერესო არქივი და ამ მასალების საფუძველზე ჩვენ შევქმნით წიგნს, რომელშიც ბატონი დავითის დადგმული თითქმის ყველა ცეკვა იქნება თავისი კვალითი ნახაზებით, სანოტო მასალებითა და ესკიზებით. ყველა ცეკვა ჩაწერილი იქნება კომპოზიციების ტაქტების მიხედვით და ქორეოგრაფებს ექნებათ შესაძლებლობა, ეს ცეკვები დადგან თავიანთ ანსამბლებში. აღმოვაჩინეთ ისეთი ცეკვა, როგორიცაა _ "შუშბარი".ძალიან საინტერესო ცეკვაა თავისი ისტორიით, თეორიითა და მეთოდიკით. ალბათ, ჩვენ ამ ცეკვას აღვადგენთ და საშუალება მოგვეცემა, შემდეგ ეს ცეკვა დაინერგოს ქორეოგრაფიულ ანსამბლებში. რაც შეეხება ჩემს ურთიერთობას გურიასთან, მე ვარ წარმოშობით ვანიდან, ჩემი წინაპრები კი იყვნენ ჩოხატაურიდან, სოფელ საჭამიასერიდან. ძალიან ბევრი გურული მეგობარი მყავს, ხშირად მიხდება მათთან ურთიერთობა. თითქმის, ყველა გურულ ქორეოგრაფს ვიცნობ. გურიის რეგიონში ხშირად ვატარებთ მასტერ კლასებს. ჩვენი სამომავლო გეგმაა, ასევე, ექსპედიცია ქვემო სვანეთში. ჩვენ შესწავლილი გვაქვს რაჭის ორივე მხარე. 25 ივლისიდან იგეგმება ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ინეგოლში, სადაც დიდი ქართული დიასპორაა, ჰყავთ ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი. ჩვენ თურქეთის სოფლებს ვეწვევით და მოვიძიებთ მასალებს ქართული ცეკვების შესახებ.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში შევქმენით ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია ქორეოგრაფი მეცნიერებისგან. ვმუშაობთ, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიტანოთ ქართული ცეკვები, ანუ უნდა მოვახდინოთ მათი გაძეგლება. ჩვენ უკვე შევძელით, რომ ცეკვა "ხორუმი"ძეგლად სცნო კულტურის სამინისტრომ. შემდეგ უკვე იუნესკოს ეგიდით მოხდება აღიარება და სამომავლოდ ავირჩევთ ერთ-ერთ ცეკვას, რომელიც გაიგზავნება კოსმოსში, როგორც გაიგზავნა ხალხური სიმღერის მრავალხმიანობის ნიმუში "ჩაკრულო".

ჩვენ უამრავი მიმდინარე ღონისძიება გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ გვყავს ახალი ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი დონაძე, რომლისგანაც მაქსიმალური მხარდაჭერა გვაქვს. იგი ქართული ხელოვნების, ჩვენი ფოლკლორის პატრიოტია და მთელი ძალისხმევით ცდილობს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაცია გახდეს. მის გვერდით არიან გამოცდილი სპეციალისტები და შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ჩვენ მისთვის ვართ დასაყრდენი ძალა. ასევე, მისი ახალგაზრდული ენერგია და ენთუზიაზმი ჩვენთვის არის დიდი სტიმულის მომცემი. ასეთი ერთობლივი ძალისხმევა, ვფიქრობ, წინ წასწევს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუშაობას.

ეთერ თათარაიძე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი: _ ჩვენ ახლახან გამოვეცით უნიკალური წიგნი, რომელშიც შესულია მოხევური ჩანაწერები, რომლის 80% უცნობია, დანარჩენი კი სრულიად ახალი ვარიანტებია ცნობილი სხვა ნიმუშებისა. წიგნის შემდგენელი მე და ბატონი ამირან არაბული გახლავართ. ამ წიგნის ძალიან დიდი ღირებულება ის გახლავთ, რომ იგი არამარტო ხევისთვის და მოხევეებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი.

ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. მე უკვე ვიყავი დაზვერვით ექსპედიციაში ქვემო რაჭაში. თუმცა, ერთ დღეს ონშიც შევხვდი იქაურ მოსახლეობას და ონის მხარეთმცოდეობის მუზეუმშიც გავეცანი მასალებს და ჩამოვიტანე უხვი მასალა ზეპირსიტყვიერებაში. ჩვენ ახლა მონაცვლეობით საქართველოს ყველა რეგიონში ჩავალთ.

მე ხშირად ვამბობ, რომ ვალში ვართ გურიასთან. ჩემი ამ ცენტრში მუშაობის პერიოდში, რაღაც ვერ აეწყო ისე ურთიერთობა გურიასთან, როგორც საჭირო იყო, თუმცა, მე უკვე ავიღე აქცენტი დასავლეთ საქართველოზე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამეა მოსასწრები. რაჭის მაგალითიდან გეტყვით _ შვიდი მოხუციდან ექვსი ხელჯოხით მოვიდა ჩვენთან შეხვედრაზე. ამ თაობას ძალიან სერიოზულად უნდა გავუფრთხილდეთ _ ღმერთმა დიდხანს აცოცხლონ, მაგრამ არ გვაქვს უფლება, ერთი წუთითაც რომ გავჩერდეთ. მე დიდი სიამოვნებით ვოცნებობ იმ დღეზე, როცა მოვხვდები გურიაში და იმედია, ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ ამჟამად ჩვენ გვყავს ახალი ხელმძღვანელობა, ფოლკლორის ცენტრში მოვიდა ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, სათანადო თანადგომა გაგვიწიონ ჩვენი იდეებისა და გეგმების განხორციელებაში.

ნანა ვალიშვილი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური მუსიკის მიმართულების ხელძღვანელი, ეთნო მუსიკოლოგი: _ ფოლკლორის სახელწიფო ცენტრის ძირითადი პრიორიტეტია რეგიონებთან ურთიერთობა. ჩვენი ცენტრი არის და იყო ის ორგანიზაცია, რომელსაც ცოცხალ ფოლკლორულ ყოფასთან უშუალო მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა და ასე გრძელდება დღემდე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა კეთდება რეგიონებში, რა შემოქმედებითი კოლექტივები მოღვაწეობენ, რამდენად არის ტრადიციული ფოლკლორის კუთხით შემოქმედებითი პროცესები სწორად წარმართული და ა. შ. ამ მხრივ, ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტები მუდმივად ჩავდივართ რეგიონებში, ვუსმენთ ანსამბლებს, ვუწევთ გარკვეულ კონსულტაციებს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება სიმღერების ჩაწერა, ვამზადებთ გამოსაცემად ანსამბლების სოლო აუდიო დისკებს, რომლის ტირაჟირებაში, უკვე კეთილი ნებით, უშუალოდ კონკრეტული რაიონის ხელმძღვანელობა გვეხმარება. ჩვენ მიერ გამოიცა სიღნაღის რაიონის ანსამბლის აუდიო დისკი; ჩაწერილია და მზადდება ბათუმის ქალთა ფოლკლორული ანსამბლის "აიდიოს" აუდიო დისკი; იგეგმება ჩოხატაურის ანსამბლ "გურიას" ალბომის გამოცემა და სხვა.

საერთოდ, ყოველთვის პრობლემა იყო ანსამბლების ჩაწერა, იმიტომ, რომ ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული _ არიან ანსამბლები, რომლებიც 40 წელია, ფუნქციონირებენ და ვერ შეძლეს ალბომის გამოცემა. ამჯერად ეს პრობლემა მოგვარებულია.

გარდა ამისა, მზადდება მონოგრაფიები ლოტბარებსა და მომღერლებზე. ამჟამად მე და ფოლკლორის ცენტრის რედაქტორი, ბაია ასიეშვილი ვმუშაობთ ამბროლაურის რაიონის ღვაწლმოსილ ლოტბარ როსტომ გოგოლაძის მონოგრაფიაზე. ასევე, აქტიურად ვმონაწილეობთ რეგიონულ ფესტივალებში. დაგეგმილი გვაქვს ისეთი საინტერესო რეგიონული პროექტების გახორციელება, როგორიცაა ტრადიციების გაცოცხლება.

მალე ჩვენს ცენტრს 80 წელი უსრულდება. ამჟამად გვყავს ახალ ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, რომელიც მუსიკოსი, ლოტბარი და დირიჟორია. იგი ბავშვობიდან მღეროდა სხვადასხვა ანსამბლში, 2000 წლიდან გალობდა და მღეროდა საპატრიარქოს გუნდში, სადაც თავისი ინიციატივით შექმნა ანსამბლი "ბასიანი", რომელიც უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით მოღვაწეობს. ამ ანსამბლს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთის ბევრ ქვეყანაში იცნობენ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

ლანჩხუთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს

ოზურგეთი "მძიმე" შაბათის, საკრებულოები კი, ახალი თავმჯდომარეების მოლოდინში

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო