ზუგდიდის თვითმმართველი თემის საკრებულოში მოქმედ ოთხ ფრაქციას, ახალი დაემატა.
საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნით, "ქრისტიან-კონსერვატიული" ფარქცია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელი კახა ჩანგელიაა.
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მოთხოვნა საკრებულოს წინა სხდომაზეც იყო დაყენებული, მაგრამ საბუთების მოუწესრიგებლობის გამო, საინიციატივო ჯგუფს უარი ეთქვა.