ოზურგეთის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ოზურგეთის საკრებულოებმა ახალი თავმჯდომარეები და მოადგილეები აირჩიეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია გახდა. მოადგილე კი დიმიტრი კვერღელიძე.
დიმიტრი კვერღელიძე "თავისუფალ დემოკრატებს" წარმოადგენს.
ოზურგეთის თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი გელა კობალაძემ ჩაიბარა. მოადგილეობა კი რესპუბლიკელ ნინო გოგუაძეს ხვდა წილად.