საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული სადავო საკითხები, სექტემბერში გადაწყდება.
ამის შესახებ "გურია ნიუსთან", საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში, თეიმურაზ შარაშენიძემ გამაცხადა:
"დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია, სექტემბერში უნდა გაიმართოს, სადაც გადაწყდება ყველაფერი. ამ პროცესს ჩვენი მხრიდან ბატონი დავით ჯალაღანია ხელმძღვანელობს.
როგორც ხედავთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარე წელს, რაიმე გართულება არ ყოფილა, მაგრამ სადემილიტაციო-სადემარკაციო სამუშაოები ჩასატარებელია. დაველოდოთ, ისეთი კარგი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ალბათ, ყველაფერს დაადგება თავი და პრობლემები მოიხსნება", _ განაცხადა თეიმურაზ შარაშენიძემ.