მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ "კუბანას" ანალოგი, მომავალ წელს, შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს. ინფორმაციას ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ფესტივალის ორგანიზატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ონლაინ-კონფერენციის მსვლელობისას ფესტივალის პროდიუსერმა ილია ოსტროვსკიმ განაცხადა, ფესტივალი წელს კრასნოდარის მხარის ქალაქ კუბანში ბოლოჯერ მიმდინარეობს, რადგან 2015 წელს, შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს.
"კაზანტიპი" გადავიდა საქართველოში და ეს კარგია. ჩვენ ვნახავთ, როგორ ჩატარდება იქ ფესტივალი და, რატომაც არა – საქართველოს – ცალსახა დიახ!", _ განაცხადა ოსტროვსკიმ.