საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში საკმაოდ ბევრი გავლენიანი ლობისტი ჰყავს და მიღებული პოლიტიკოსია, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
4 დღის წინ, სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რამდენად რეალურია ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პოლიტიკურ სივრცეში გავლენიანი ლობისტები ჰყავს, საზღვარგარეთ დააკავონ და საქართველოს გადასცენ?
ამასთან დაკავშირებით, "გურია ნიუსთან" საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს:
"დაველოდოთ რა შედეგებით დასრულდება სასამართლო პროცესი. მას ახლა წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მინდა ხაზი გაუსვა, რომ წინასწარი პატიმრობა იმიტომ შეეფარდა რომ, იგი არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
იქნებ მიხეილ სააკაშვილმა მოახერხოს და დაამტკიცოს, რომ მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისროს და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისგებლობა. მიუხედავდა ჩემი წარმოდგენებისა და ეჭვებისა, არ ვარ მომხრე წინ გაუსწროთ პროცესებს. დაველოდოთ სამართალდამცავ ორგანოებს და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ, რა ბედი ელის ყოფილ პრეზიდენტს. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო პოლიტიკაში გავლენიანი და მიღებული ფიგურაა, ეს არის ტყუილი!"