ზოგადი განათლების შესახებ კანონში განსახორციელებელი ცვლილების თანახმად, პედაგოგთა ატესტაციის არსებული ფორმა უქმდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, პედაგოგების კვალიფიკაციის განსაზღვრა აქამდე არაადეკვატურად ხდებოდა.
"ჩვენ ვცვლით მასწავლებლის სერტიფიცირების სქემას. აქამდე არსებულ მოდელში უამრავი ტექნიკური შეცდომა იყო, რაც აუცილებლად გასწორდება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ ის, რომ ჩვენ ვცვლით მასწავლებლის სერტიფიცირების სქემას.
ვიცით, რომ მასწავლებელი ფასდებოდა არაადეკვატურად, მხოლოდ გამოცდის მეშვეობით. მოვიკვლიეთ ინფორმაცია, გადავხედეთ მოდელებს და შევიმუშავეთ ჩვენი ქვეყნისთვის და არსებული სიტუაციისთვის ოპტიმალური მოდელი მასწავლებლის არამხოლოდ შეფასების, არამედ კარიერული ზრდის.
ასევე, გავამკაცრებთ პროფესიაში შესვლის ნაწილს, რაც მოდელი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ პედაგოგის შეფასებას და მის კარიერულ წინსვლას, არამედ საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლებას", _ განაცხადა თამარ სანიკიძემ.