https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

    “დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

    დიდი ბრიტანეთი: კვიპროსში ტერორისტული თავდასხმები არ არის გამორიცხული

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თანაშემწე, რომელსაც თავი ისევ პროკურორი ჰგონია

10:08; 11.08.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ ყოფილი პროკურორი ია დოლიძე დაინიშნა. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას თქმით, დოლიძე პროფესიონალიზმის გამო შეარჩია:

_ ის კარგი იურისტი, პროფესიონალია და ასეთი ადამიანი გვჭირდება საკრებულოში, _ გვითხრა დარჩიამ.

_ ბატონო დავით, დოლიძის წარსულის შესახებ თუ ფლობთ ინფორმაციას?

_ ჩვენ გვაქვს  იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, რომ ბატონი ია არ არის ნასამართლევი.

_ თქვენ საუბრობთ ფაქტზე, როდესაც დოლიძე სამხედრო პოლიციაში მუშაობისას, ქრთამის აღების გამო დააკავეს და ნასამართლეობა უკვე მოხსნილი აქვს. თუმცა, მე უფრო წინა პერიოდზე გეკითხებით…  მისი პროკურორად მუშაობის წლებზე...

_ მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ ია პროფესიონალია, _ გვითხრა დარჩიამ.

თავად დოლიძე წარსულს კარგად ვერ იხსენებს და დღეს უკვე საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, ისევ პროკურორის ტონით გვესაუბრება!

_ ბატონო ია, თქვენს წარსულზე მინდა გკითხოთ…

_ რა გაინტერესებთ ჩემს წარსულზე?

_ კარგად გვახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, როცა  კონკრეტული საქმისთვის მოსულს, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი  დაგვხვდით….

_ როგორ გეკადრებათ. სხვა პროკურორში გეშლებით (?!)

_ ისიც სხვა პროკურორი იყო, წყაროს გათქმას რომ გვავალდებულებდა?

_ ვერ გავიგე, რას მეკითხებით…

_ ფაქტებს გახსენებთ  _ როდესაც ოზურგეთის მთავარი პროკურორი იყავით, ხშირად იყო შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს წყაროს გათქმას გვთხოვდით.

_ რომ არ გიპასუხოთ, მაქვს უფლება?

_ თქვენი უფლებაა, თუმცა, კითხვები ბევრია…

_ შეურაცხყოფას არ გაყენებთ და არც წყაროს გათქმას ვთხოვდი არავის. ბოდიში, მაგრამ გუშინდელი ბავშვი კანონს მე ნუ მასწავლით. მოვთხოვდი იმ შემთხვევაში,  თუ კანონი ითვალისწინებდა. როცა დანაშაულში ამხელ და რაღაცას იძახი, წყარო უნდა დაასახელო, _ მიიჩნევს დოლიძე და ამბობს, რომ თუკი მასთან დაკავშირებით წარსულზე შეკითხვებს დასვამენ,  ეს მხოლოდ "ვინმეს მიერ დაქოქილი" და "აღგზნებული" ჟურნალისტები იქნებიან.

ია დოლიძე "გურია ნიუსის" საარქივო მასალების კაბინეტში მიტანას ითხოვს და ამბობს, რომ ინტერვიუსაც წარსული საქმიანობის შესახებ შემდეგ მოგვცემს.

იქიდან გამომდინარე, რომ არქივი ძალიან დიდია და მის "ქექვაში" ბატონი ია, რომელიც, მისივე თქმით, ძალიან დაკავებულია, არ გვინდა მოვაცდინოთ, აქვე შევთავაზებთ არქივის  იმ მასალების ნაწილს,  რომელიც მის წარსულ საქმიანობას უკავშრდება.

გაზეთი "გურია ნიუსი" #48, 1 ნოემბერი 2004 წელი:

სტატია: "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს პროკურატურა ახსნა-განმარტებებს აწერინებს და წყაროს დასმენას ავალდებულებს" .

სტატიაში საუბარია იმაზე, როგორ მოითხოვდა პროკურატურა ჟურნალისტებისგან დაესახელებინათ, გუბერნიის წინ გამართულ აქციაზე გაკეთებული განცხადების ავტორი, რომელიც "ენერგო პრო ჯორჯიას" უკანონობაში ამხელდა. 

"სწორედ პროკურატურას, ანუ ორგანოს, რომელიც კანონიერების დაცვას ზედამხედველობს, მართებს იცოდეს, რომ საქართველოს კანონმდებლობა უფლებას აძლევს ჟურნალისტს არ გათქვას წყარო უკიდურეს შემთხვევაშიც კი. სრული აბსურდია პროკურატურის ზოგიერთი თანამშრომლის მოსაზრება, რომ დაუკონკრეტებლად  რეპლიკების გამოქვეყნება ყველა შემთხვევაში მიზანშეუწონელია", _ ვკითხულობთ სტატიაში.

გაზეთი "გურია ნიუსი", #50 2004 წელი, 8 ნოემბერი.

"4 ნოემბერს, ოზურგეთის რაიონულმა პოლიციამ, სამხარეო პოლიციის სამმართველოსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ჯგუფთან ერთად, გამთენიისას, მძიმე დანაშაულობებში ეჭვმიტანილი 4 პიროვნება დააკავა, რომლებსაც პოლიციის ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერება და იარაღი აღმოაჩნდათ. ამ ოპერაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის წარმომადგენელები უკანონოს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ დაკავება უხეში დარღვევებით გახორციელდა. მათი ინფორმაციით, პოლიციელებმა შეამტვრიეს ერთ-ერთი დაკავებულის მეზობლების კარები. 18 საათამდე დაკავებულებთან ადვოკატები ვერ შევიდნენ. ადვოკატი ირაკლი ართილაყვა ორდერით ხელში დილის ცხა საათიდან იდგა პოლიციის კართან".

ამ საქმით დაინტერესება საიამ ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას სთხოვა, თუმცა, პროკურატურამ, რომლის ხელმძღვანელი  ია დოლიძე გახლდათ, "დუმილის უფლება" გამოიყენა.

გაზეთი "გურია ნიუსი", #52, 2007 წელი, 15 ნოემბერი.

სტატია სათაურით "არ არის აუცილებელი ყველაფერი პრესამ გააშუქოს"  _ ამ სიტყვების ავტორი ია დოლიძე გახლდათ.  

პროკურორთან ინტერვიუ არცთუ წარმატებით ჩაიწერა: "ახლა კანცელარიას ვაქექინებ ჟურნალისტებს, მეტი რა გინდათ?" _ ასეთი იყო პროკურორი დოლიძის პასუხი თხოვნაზე, ენახებინა ის განცხადება, რომლითაც ადვოკატი პოლიციას არაკანონიერებაში ამხელდა და რომლითაც დასტურდებოდა, რომ ადვოკატი ართილაყვა დაკავებულებთან არ შეუშვეს.

ამავე ინტერვიუში დოლიძემ შეურაცხყოფილად იმის გამო იგრძნო თავი, რომ ვკითხეთ: _ მართალია თუ არა, რომ გათავისუფლებას გიპირებენ?

სწორედ ამ კითხვის გამო მოითხოვა პროკურორმა წყაროს გათქმა.

  "როცა კითხვებს მისვამთ ჩემზე, უნდა მითხრათ, ეს ვინ გითხრათ", _ ძალიან კატეგორიული იყო დოლიძე, რომელიც ჩვენი მაშინდელი წყაროს თქმით, თანამდებობას იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის კურსელობის გამო იკავებდა, რასაც თავად უარყოფდა.

ამავე სტატიაში დოლიძემ ბევრი შეკითხვა დატოვა უპასუხოდ. პროკურორმა არც იმ ბრალდებებზე გააკეთა განმარტება, რომელსაც შემოქმედში, დღისით-მზისით მოკლული ვანიკო ქილიფთარის დედა უყენებდა.

_ საქმის მასალების მიხედვით, ყველაფერში ჩვენ ვართ დამნაშავე. თითქოს ამათ დაიწყეს ჩხუბი. მაგათგან დიდი ფული აიღო პროკურატურამ და საქმეშიც ის დევს, რაც მათ "აწყობდათ". სასამართლოზე არც მე და არც ჩემი მეუღლე არ გამოუძახებივართ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულ მხარეს წარმოვადგენდით, _ ამბობს ნაზი ქილიფთარი", _ ეს ამონარიდია "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული მასალიდან.

ქილიფთარის ბრალდებისთვის პროკურატურას პასუხი არ გაუცია.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ვანიკოს მკვლელობის მომენტში 14 ადამიანი იდგა სოფლის ცენტრში. უშუალოდ მკვლელობის ადგილზე კი _ 6.   ვანიკო ქილიფთარის მკვლელობისთვის სასჯელი გოჩა ჩიტაიშვილმა მოიხადა. მან დანაშაული თავად აღიარა და განაცხადა, რომ ქილიფთარს   იარაღი  ესროლა. თუმცა, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ვანიკოს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. დღემდე დაუდგენელია ვის მიერ მოქნეული დანა მოხვდა ვანიკო ქილიფთარს.
ამ მკვლელობას მეორე მკვლელობა მოჰყვა. საკუთარ ეზოში მოკლეს კახა მენაბდე _ ამ ამბის ერთ-ერთი მონაწილე. პოლიციის ვერსიით, მენაბდე სნაიპერის ტყვიით მოკვდა. საქმე დღემდე გაუხსნელია.

ასევე გაუხსნელია ამ ამბავთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე _ 16 წლის გიორგი სურგულაძის საეჭვო ვითარებაში გაუჩინარება.

თუმცა, დოლიძის პროკურატურამ მარტივად შეძლო მოკლული ვანიკოს ძმის, კახას დაკავება. თავდაპირველად იარაღის ტარებაზე, შემდეგ კი ძარცვაზე. როგორც ნაზიკო ქილიფთარი ამბობს, ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე ადამიანებს ოზურგეთში თავისუფლად ევლოთ.

კიდევ ერთი ხმაურიანი საქმე, რომელიც ია დოლიძეს უკავშირდება,  2004 წელს ბახმაროში მოხდა. ბიზნესმენი შალვა (კუსა) დოლიძე და მისი ვაჟი, 19 აგვისტოს, დოღის შემდეგ დააკავეს.  ოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი იარაღის გასროლა გახდა, არაოფიციალური მიზეზით კი ის გახლდათ, რომ შალვა დოლიძე დოღზე მყოფ  "რევოლუციური მთავრობის" მაღალჩინოსნებს არ მოუვიდათ თვალში.

კუსა დოლიძეს ეს დაკავება რამდენიმე მილიონი დაუჯდა. სწორედ ამ პერიოდში მას ქონებაც ჩამოართვეს.

შალვა (კუსა) დოლიძე, "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მისი საქმე, ადეიშვილის და მერაბიშვილის დავალებით, ია დოლიძემ "შეკერა":

_ არარსებულ ფაქტზე შეკერა სისხლის სამართლის  საქმე ია დოლიძემ. ადეიშვილს და მერაბიშვილს ჩემი ქონება უნდოდათ და იამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ეს არის ცნობილი მექრთამე ადამიანი და მიკვირს, ოზურგეთში კადრი ვერ ნახეს?! _ ამბობს შალვა (კუსა) დოლიძე.

დოლიძემ ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც თავად ამბობს, სახელმწიფო მორიგებას და წართმეული ქონების უკან დაბრუნებას სთავაზობს თუმცა, უარზეა:

_ მინდა, რომ ჩემი სიმართლე დამტკიცდეს. ამიტომ, სარჩელს არ გამოვიტან. აუცილებლად მოუწევს პასუხისგება ია დოლიძესაც _ ადეიშვილის და მერაბიშვილის ბინძური საქმეების შემსრულებელს. მე ბევრი მტკიცებულება მაქვს, რომელიც ადასტურებს, რა უკანონობებს სჩადიოდა ია დოლიძე, _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას შალვა (კუსა) დოლიძე.

მისივე თქმით, მას აქვს ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც გარკვევით ჩანს, ვინ მოახდინა გასროლა ბახმაროში:

_ მაშინ არ წარვადგინეთ რიგი მიზეზების გამო. ან რა აზრი ჰქონდა, რას ითვალისწინებდნენ იმ დროს. აკეთებდნენ ისე, როგორც მათ სჭირდებოდათ, ზუსტად ისე, როგორც ია დოლიძემ გააკეთა ჩემი საქმე. ამ ყველაფერს დოკუმენტები  ცხადჰყოფს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, 24 საათი უკანონო პატიმრობაში ვყავდი. ამის გამო მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. მოუწევს აგოს პასუხი იმ წლებზე, რომელიც მის გამო მე ციხეში სრულიად უკანონოდ გავატარე,  _ ამბობს შალვა (კუსა) დოლიძე.

იგი დოლიძესთან ციხეში შეხვედრის ფაქტსაც იხსენებს: _ ია დოლიძე ძალიან მძიმე დანაშაულისთვის _ ქრთამის აღებისთვის დააკავეს. იმ ციხეში მოიყვანეს, სადაც მე ვიყავი. ეშინოდა ჩემთან შეხვედრის. ამიტომ, ადმინისტრაციას პირველ სართულზე ჰყავდა. რკინის კარებს მავთულბადე გაუკეთეს, მე რომ  არ დამენახა. დილის ექვს საათზე ლოცვა იწყებოდა და სწორედ ამ დროს შევხდი. მთელი ამბავი ავტეხე და ვითხოვე, რომ ჩემს სიახლოვეს არ გაეტარებინათ.

შალვა (კუსა) დოლიძე მიიჩნევს, რომ დოლიძის თანამდებობაზე დანიშვნა არ შეიძლება:

_ შესაძლოა, ნასამართლეობა მოხსნილი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა. მან ქრთამი აიღო და ეს ადამიანი დღეს საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეა. ასეთი რამ როგორ შეიძლება, ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დახურული?! ამაზე აუცილებლად გავაკეთებ განცხადებას, _ ამბობს დოლიძე.

ია დოლიძე ამ საქმეზე ტელეფონით კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ მის კაბინეტში შეგვხვდება.

_ თქვენ ძალიან ღელავთ, ეტყობა ვიღაცამ "დაგქოქათ". ტელეფონით სასაუბროდ არ მცალია, კაბინეტში მოდით, ჩემი კარი ღიაა და კითხვებზეც ვუპასუხებ, _ გვითხრა ყოფილმა პროკურორმა.

დოლიძესთან შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი. მანამდე კი, პირობის თანახმად, ეს ფაქტები გამოვაქვეყნეთ _ წარსულის უკეთ გასახსენებლად!

გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

კახეთის რეგიონში, ყველაზე მაღალი პრემია, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიცა

"საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, სააკაშვილისთვის წაყენებულმა ბრალმა გაართულა"

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7.03.2026
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

14:22; 7.03.2026
მსოფლიო

მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

13:36; 7.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

12:32; 7.03.2026
სამართალი

ქალი მეზობლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს

11:39; 7.03.2026
ზაფრანი

ვინ აბამს სამსახურში რომანებს 

11:18; 7.03.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც შესაძლოა SMS-ით დაგშორდნენ

11:08; 7.03.2026
ზაფრანი

როგორი მეგობარი ხარ?

11:06; 7.03.2026
სამართალი

გურიის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო _ შსს ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

10:48; 7.03.2026
მსოფლიო

მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

10:42; 7.03.2026
მსოფლიო

“დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

10:32; 7.03.2026
საზოგადოება

სად ქრებიან ადამიანები საქართველოში _”ჩემი შვილი ვერც ცოცხალი ვნახე და ვერც მკვდარი”

10:25; 7.03.2026
სამართალი

ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობა _ შსს განცხადებას ავრცელებს

10:10; 7.03.2026
საზოგადოება

სენაკში დაშავებული პაციენტები რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს

21:07; 6.03.2026
სამართალი

“იარაღიდან ჭრილობები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”- ბრალდებულს 13 წელი მიესაჯა

19:52; 6.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო