გუშინ, ინტერნეტ-გამოცემაVesti.Az-მა სომხურენოვან Shamshyan.com-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია სათაურით: "საქართველოდან ათასზე მეტ სომეხს რუსეთში არ უშვებენ".
მათი ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან ათასობით სომხეთის მოქალაქე, გაუსაძლის სიცხეში 7 საათის განმავლობაში 10 კილომეტრიან რიგში დგას. სადაც ბავშვებსა და ქალებს სიცხისგან გული შეუწუხდათ.
მათვე ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეებმა, აღნიშნული გამოცემის კორესპონდენტს სთხოვეს დაკავშირებოდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაერკვიათ რატომ არ უშვებდნენ საზღვარზე.
რამდენად სწორია ინტერნეტ-გამოცემა Vesti.Az-ისა და სომხურენოვან Shamshyan.com -ზე გავრცელებული ინფორმაცია, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახურს დაუკავშირდა.
"ინფორმაციას, საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან "საქართველოდან ათასზე მეტ სომეხს რუსეთში არ უშვებენ" არ ვადასტურებთ. მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა", _ გვითხრეს შსს-ში.