დღეს, გამთენიისას, თურქეთის ქალაქ ტრაპზონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი აჭარის რეგიონიდან არის. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა გადაღლილობის გამო მიკროავტობუსის საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა.
ასევე, ჩვენთვის ცნობილია, რომ მძიმედ არის დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი. ამ ფაქტთან დაკავშირებით თურქი სამართალდამცავები უკვე მუშაობენ. საქართველოს საკონსულო ტრაპზონში მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია.