სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ უკვე გამოაქვეყნა იმ წამლების სია, რომელთა შეძენა რეცეპტის გარეშე ვეღარ მოხერხდება.
ურეცეპტოდ არ გაიცემა საინექციო ხსნარები, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე, ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალებები.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ურეცეპტოდ გაიცემა 3 000-ზე მეტი მედიკამენტი. მათ შორის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ვიტამინები, მინერალები.
ურეცეპტოდ გასაყიდი მედიკამენტების ჩამონათვალი ასეთია:
მესამე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხა ფარმაკოთრაპიული ჯგუფების მიხედვით (გარდა საინექციო ფორმებისა)
1.პირის ღრუსა და ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები:
დენტინოქსი გელი N, ხოლისალი, მარასლავინი, სტრეფსილსი, ნეო ანგინი, დოქტორ ტაისი, ბრონსპრეი,ლიზობაქტი, სეპტოლეტე, დოქტორ მომი.
2. კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებები, პროტონული ტუმბოსინჰიბიტორები:
ლანსოპრაზოლი, ომეპრაზოლი, ფამოტიდინი, პანტოპრაზოლი, ნექსიუმი, პროტონექსი,
3. H2 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები:
რანიტიდინი
4. ანტაციდები: ალმაგელი, სილმაგელი,რენი, გავისკონი, მაალოქსი
5. შემკვრელი, შემომგარსველი და მაადსორბირებელი საშუალება
ეუკარბონი
6. ნაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალებები:
ბიფლორაკი, ბიფიდუმბაქტერინი, ბიფიფორმი, ლინექსი
7. მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებები:
ანბერი, გააქტივებული ნახშირი, მეტეოსპაზმილი, ესპუმიზანი, ინფაკოლი