საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნისთვის ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს:
_"ივანიშვილი არის კაცი, რომელიც მოვიდა ვითომ ფილანტროპი, მაგრამ სანამ მე ვიყავი ფულს ვახარჯვინებდი, მაგრამ კაპიკი არ დაუხარჯია რაც მოვიდა საქართველოს მართვაში. სამაგიეროდ მთელი გადაზიდვები, აი ერთი დეპუტატი რომ ოცნებობდა – ვინ მიასუნიებდა მაგ საცოდავს გადაზიდვებში, მთლიანად არის უჩას. ეს არის მისი საყვარელი დეიდაშვილი უჩა, ასობით მილიონი შემოსდის ამ უჩას"-განაცხადა სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას.